Chevy's Chaparral 2X VGT is Real, In a Fictional
Way…
20 ნოემბერი
ამ ავტომობილს რომ ნახავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით,
რომ ინჟინრების და დიზაინერების ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. თითქოს, „რედ ბულის“
გენიალური ტექნიკური დირექტორის, ედრიან ნიუის კონცეპტუალურ-ვირტუალური X1
ის ზღვარი იყო, რომელზე უკეთესსა და ეფექტურსაც ადამიანის გონება ძნელად თუ შესწვდებოდა.
მაგრამ „შევროლეს“ ჯადოქრებმა დაამტკიცეს, რომ ასე არ არის და ამის დასტურად, ლოს
ანჯელესის მოტორ შოუზე, ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-სთვის“ შექმნილი ავტომობილი-საოცრება,
„ჩაპარალ 2X VGT“ წარადგინეს. თანაც, სრულმასშტაბიანი კონცეპტუალური მოდელის
სახით...
„შევროლეს“ ამ კონცეპტის სახელად „ჩაპარალი“
შემთხვევით არ აურჩევია. ამ სახელს 1960-1970-იან წლებში ატარებდა ამერიკული
სარბოლო გუნდი, რომელმაც ავტოსპორტს რამდენიმე ინოვაცია აჩუქა. მათ შორის, ანტი ფრთები
და გრაუნდ ეფექტი (1966 წელს). კონცეპტს ნომერი 66 ამშვენებს, რომელიც თავის დროზე
„ჩაპარალის“ ყველაზე გამორჩეულ სარბოლო ავტომობილებს (2E,
2J)
ეწერა. წარსულთან კონცეპტს კიდვ ერთი რამ - რიცხვი 2 აკავშირებს. ეს არის „ჩაპარალ
ქარზის“ ყველაზე წარმატებული მოდელის სერია. სხვათა შორის, ეს „ჩაპარალის“ ლეგენდარული
ავტომობილები სწორედ „შევროლეს“ ძრავებით იყო აღჭურვილი.
ინოვაციურობა „ჩაპარალ 2X VGT-საც“ ახასიათებს. არამხოლოდ
უცნაური ფორმის გამო, რომელიც არაამქვეყნიურობის ეჭვს აღძრავს. იმ ფოტოს რომ
შეხედავთ, რომელზეც ავტომობილი უკნიდან ჩანს, ალბათ იფიქრებთ, რომ ის რეაქტიული
ძრავითაა აღჭურვილი. მაგრამ ასე არაა. ეს ძრავი ლაზერულია! ძრავი 900 ცხენის ძალის
ექვივალენტურ წევას ქმნის. მას ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი
ამარაგებს, რომელსაც მოძრაობისას საჰაერო გენერატორი მუხტავს. პროექტის მიხედვით,
ასეთ ლაზერულ დანადგარს, ავტომობილის ასამდე აჩქარება 1.5 წამში შეუძლია,
მაქსიმალური სიჩქარე კი 386 კმ/სთ-ს აღწევს.
„ეს ავტომობილი ყოველგვარი რეგლამენტური
შეზღუდვების გარეშე შევიმუშავეთ. მან ინჟინრებს და დიზაინერებს საკუთარი ფანტაზიის
გადმოცემის საშუალება მიეცათ. ისევე როგორც ათწლეულების წინ „ჩაპარალის“ სარბოლო
ავტომობილები, „ჩაპარალ 2X VGT-ზეც“ მოწინავე აეროკოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენებაა
ჩაფიქრებული, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარა“, - ამბობს პროექტის
ხელმძღვანელი ფრენკ საუსედო.
No comments:
Post a Comment