Cadillac Could have a $250,000 Bentley Rival by
2029
27 ნოემბერი
„ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდი „კადილაკი“
გამოცოცხლების პროცესშია. რა თქმა უნდა, მას სამიზნეში გერმანული პრემიუმ ბრენდები
აქვს ამოღებული, უფრო შორეულ პერსპექტივაში კი „ბენტლისთან“ და „როლს-როისთან“
კონკურენციასაც კი გეგმავს. ოღონდ, ეს გეგმა იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ მისი
მხარდამჭერი, „კადილაკის“ მთავარი აღმასრულებელი იოჰან დე ნისხენი თავის თანამდებობას
იმ დრომდე შეინარჩუნებს, როცა მისი განხორციელება იგეგმება.
„ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი ისეთ „კადილაკზე“,
რომელიც 250 000 დოლარი ეღირება. ეს ავტომობილი CT-6-ზე (ჯერ არ გამოსულა) მაღალი
კლასის იქნება“, - როიტერსთან საუბრისას განაცხადა დე ნისხენმა. ასეთი ავტომობილი,
მისი გეგმის დამაგვირგვინებელი ნაწილია, რომელიც პრემიუმ ბრენდის კონკურენტუნარიანობის
გაზრდას ითვალისწინებს და რომელსაც ამერიკული კომპანია 2.5 მილიარდ ევროს
მოახმარს.
უმაღლესი კლასის ავტომობილის გარდა, მისი გეგმა, სედან
ATS-ზე დაბალი კლასის ავტომობილის გამოშვებასაც ითვალისწინებს. არადა, ადრე „კადილაკი“
მომცრო ავტომობილების კლასს დაჟინებით იგნორირებდა. თუმცა, გერმანული პრემიუმ
კომპანიების მაგალითი ცხადყოფს, რომ ეს არასწორი მიდგომაა. უფრო მეტიც, დე ნისხენი
თვლის, რომ მცირე კატეგორიებში განვითარებისთვის ბევრი შესაძლებლობებია.
სავარაუდოდ, „კადილაკიც“ მალე აჰყვება იმ ტრენდის,
რომელიც წინა ამძრავიანი პატარა ავტომობილების გამოშვებით, „ბეემვემ“, „აუდიმ“ და „მერსედესმა“
წამოიწყეს და რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება. და რა თქმა უნდა, „კადილაკს“ ბევრი
აქვს გასაკეთებელი ქროსოვერების კლასებში, სადაც ის ძლიერ ჩამორჩება თავის
კონკურენტებს ძველი კონტინენტიდან...
No comments:
Post a Comment