Thursday, October 30, 2014

„R8 კომპეტიშნ“ – „აუდის“ უსწრაფესი სერიული ავტომობილი

New R8 Competition is Audi's Fastest Production Car
30 ოქტომბერი
„აუდი“ მალე მეორე თაობის R8-ს გამოუშვებს, პირველს კი წარმოებიდან მოხსნემდე, კიდევ ერთი ვერსია მოუმზადა, რომელიც გერმანული კომპანიის განცხადებით, მის ისტორიაში უსწრაფესი სერიული ავტომობილი გახდება. ავტომობილის სრული სახელწოდებაა „R8 კომპეტიშნ“ და მისი პრემიერა მალე ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გაიმართება.
ავტომობილი აღჭურვილია 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით, რომელიც 570 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი S-ტრონიკი მუშაობს. ამ წყვილით, სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სჩქარის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.
სხვა სიახლეებს შორისაა კარბონისგან დამზადებული ელემენტები, როგორიცაა ფიქსირებული უკანა ანტი ფრთა, ძრავის სექცია, გარე სარკეების კორპუსები, წინა ბამპერზე მოთავსებული ფრთოვანები, წინა სპოილერი და უკანა დიფუზორი. ასევე კერამიკული მუხრუჭები, რომელთა კორპუსებიც წითლადაა შეღებილი, შავი ფერის გამოსაბოლქვები და ასევე შავად შეღებილი ბორბლები, რომელთაგან უკანების სიგანე 305 მილიმეტრს აღწევს.
ინტერიერშიც უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალები. მათ შორის ყველაზე დიდია ცენტრალური კონსოლი და ზღურბლებზე დამაგრებული ფირფიტები წარწერით R8 competition. კარბონისვე ნაწარმია ფსევდო ცენტრალური გვირაბი და კარის შიდა პანელები.
„შეზღუდული გამოშვების „R8 კომპეტიშნი“, თავისი დინამიკური მახასიათებლებით ყველაზე ახლოსაა სარბოლო R8 LMS-თან, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბადალი არ ჰყავს. ის რბოლების ენთუზიასტებისთვისაა შექმნილი და მოხარული ვართ გავაცხადოთ, რომ ამერიკის ბაზარზე 60 ასეთ ავტომობილს შევიტანთ“, - ამბობს „აუდი ოფ ამერიკას“ პრეზიდნტი სკოტ კეოგი.
გერმანული კომპანია მხოლოდ 60 ცალი „R8 კომპეტიშნის“ დამზადებას აპირებს და ყველა მათგანი მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე გაიყიდება. ფასი ჯერ არ ზუსტდება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ინგოლშტადტელები მის მიწოდებას მომავალ წელს დაიწყებენ.

No comments:

Post a Comment