Thursday, October 16, 2014

„სიტროენი“ უგზოობის სტილის C1-ის გამოშვებასაც აპირებს

Citroen mulls production of SUV-styled C1
16 ოქტომბერი
„სიტროენის“ მთავარი აღმასრულებელი ლინდა ჯეკსონი აცხადებს, რომ თუ პარიზის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტუალურ პატარა ქროსოვერ „C1 ურბან რაიდზე“ კარგ გამოხმაურებას მიიღებს, მას სერიულადაც გამოუშვებს. პოტენციური მყიდველის აზრის შესასწავლად, ფრანგულმა კომპანიამ თავისი სტენდის დამთვალიერებლებს შესაბამისი კითხვა დაახვედრა. შოუ 19 ოქტომბერს დასრულდება.
თუ ავტომობილს მწვანე შუქს აუნთებენ, მისი სერიული ვერსია ბაზარზე 2016 წელს გამოვა. „თუ საზოგადოება კონცეპტს მოიწონებს, მაშინ მას კონვეიერზე მალე დავაყენებთ“, - ამბობს ჯეკსონი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში, სერიული ავტომობილი „C1 ურბან რაიდისგან“ ოდნავ განსხვავებული იქნება.
პარიზში წარდგენილი კონცეპტუალური „C1 ურბან რაიდი“, სერიულ მინი ჰეჩბეკ C1-ის ბაზაზეა შექმნილი. მისი სერიული ვერსია კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილს, როგორიცაა „ოპელ ადამ როკს“ და მის მსგავს უგზოობის საქალაქო მინი ავტომობილებს, რომლებიც გაზრდილი კლირენსით და ოდნავ უხეში სტილით გამოირჩევიან.
სავარაუდოდ, „C1 ურბან რაიდის“ სერიული ვერსია, ჰეჩბეკ C1-ის მსგავსად, მხოლოდ ევროპის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ამის მიზეზი ისაა, რომ განვითარებად ბაზრებზე, როგორიც მაგალითად ჩინეთია, მეტწილად ფართო სალონის (განსაკუთრებით უკანა ნაწილში) მქონე ავტომობილები იყიდება.
„სიტროენის“ დიზაინის დირექტორი ალრქსანდრ მალვალი ამბობს, რომ მის კომპანიას არ მოუწევს კონცეპტის გადაკეთებაზე ბევრი მუშაობა. სერიული ავტომობილი, სახელად „ურბან ქროსოვერი“, მეტწილად ჰეჩბეკის სტილისტური ვარიაცია გახდება, როგორადაც ის ფაქტობრივად, კონცეპტის სახით წარასდგა კიდეც. ის სერიულ ვერსიაზე 15 მილიმეტრით ამაღლებულია და დონორი ჰეჩბეკისგან, ქროსოვერისთვის დამახასიათებელი ელემენტებით განსხვავდება. მათ შორისაა გაძლიერებული ბამპერები და ბორბლის თაღების არშიები.
ცნობისათვის, C1-ს ორი ტყუპისცალი ჰყავს „პეჟო 108-ს“ და „ტოიოტა აიგოს“ სახით. სამივე ავტომობილს, ჩეხეთის ქალაქ კოლინის ქარხანა აწარმოებს.

No comments:

Post a Comment