New style and tech for facelifted Ford C-Max
11 ოქტომბერი
მეორე თაობის კომპაქტურ მინვენ „C-მაქსს“ „ფორდმა“
რიგი მოდიფიკაციები ჩაუტარა და იერშეცვლილი სახით, პარიზის მოტორ შოუზე პირველად
წარადგინა. განახლებული ავტომობილი გარეგნულად თავის „თანატოლ“ ჰეჩბეკ „ფოკუსს
დაემსგავსა და სტილის გარდა, მას შასი და ძრავების გამაც განუახლდა. გარეგნობაში
მთავარი სიახლე, ტრაპეციის ფორმის რადიატორის ცხაურია, მასთან ერთად, წინა ფარებიც
და კაპოტიც.
შეცვლილია უკანა ნაწილის დიზაინიც. სხვათა შორის,
მის წარმოებაში, ახალი ტექნოლოგია დაინერგა, რომელიც პროცესს ამარტივებს. აქვე
შესამჩნევია ზომაში დაპატარავებული უკანა ფარები, რომლების ქვეშაც შეცვლილი ფორმის
ბამპერი განლაგდა. გარეგნულ ცვლილებებს შორისაა ახალი ფერები და განსხვავებული
დიზაინის ალუმინის ბორბლები.
როგორც „ფორდ ოფ იუროპის“ ექსტერიერის დიზაინის
დირექტორი შტეფან ლამი ამბობს, რომ სტილისტურმა ცვლილებებმა ახალ „C-მაქსს“ უფრო
თანამედროვე იერი მიანიჭა. „ახლანდელ მოდელს დაძველება ეტყობა, მაგრამ ამ
ცვლილებები მას გაახალისებს და უფრო მიმზიდველად აქცევს“, - ამბობს ლამი. სიახლეებია
ინტერიერშიც, სადაც ახალ ცენტრალურ კონსოლზე განლაგებული გადამრთველების რაოდენობა
შემცირდა და მათი ფუნქციები 8.0-დუიმიანმა სენსორულმა ეკრანმა „გადაიბარა“.
მასზევეა „ფორდის“ ინფოტაინმენტ სისტემა SYNC 2-ის მართვის სისტემაც. სალონი
მაღალი ხარისხის მასალებითაა გაწყობილი.
ძრავების გამაში შევიდა 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ეკობუსტი 99 და 123 ცხენის ძალით. პირველით აღჭურვილი „C-მაქსი“ ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში მხოლოდ 100 გრამ ნახშიროჟანგს გამოჰყოფს. გარდა ამისა, ამავე გამაშია ეკობუსტის სერიის კიდევ ერთი ძრავი 1.5-ლიტრიანი, რომელიც ასევე ფორსირების ორი ხარისხითაა. მათგან ერთი 148 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 178-ს. ამ ძრავმა 1.6-ლიტრიანი ეკობუსტი შეცვალა.
ძრავების გამაში შევიდა 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ეკობუსტი 99 და 123 ცხენის ძალით. პირველით აღჭურვილი „C-მაქსი“ ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში მხოლოდ 100 გრამ ნახშიროჟანგს გამოჰყოფს. გარდა ამისა, ამავე გამაშია ეკობუსტის სერიის კიდევ ერთი ძრავი 1.5-ლიტრიანი, რომელიც ასევე ფორსირების ორი ხარისხითაა. მათგან ერთი 148 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 178-ს. ამ ძრავმა 1.6-ლიტრიანი ეკობუსტი შეცვალა.
დიზელის ძრავებია: 1.5-ლიტრიანი TDCi, რომელმაც 1.6-ლიტრიანი
TDCi შეცვალა. ახალი ძრავიც ორი ვერსიის სახითაა და 94 და 113 ცხენის ძალას
იძლევა. მეორე ძრავია 2.0-ლიტრიანი TDCi და ისიც ორ ვერსიადაა - 148 და 168 ცხენის
ძალით. ახალი „C-მაქსის“ ძრავების გამაში არ შევიდა მისი ვერსიები „ჰაიბრიდ“ და
„ენერჯი“, რომლებსაც ცისფერი ოვალი ამერიკელ მყიდველს სთავაზობს. ძრავებთან
წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია იმუშავებს. გარდა ამისა, შესაძლებელი
იქნება 6-საფეხურიანი ავტომატურის დაყენებაც.
შასის
სიახლეებშია შეცვლილი დაკიდების სისტემა და საჭით მართვის სისტემა, რომელთა
წყალობითაც, ავტომობილი უფრო დინამიური და მანევრული გახდა. გარდა ამისა,
ეკიპირებაში შევიდა პარკირების აქტიური სისტემა, ასევე პერპენდიკულარული
პარკირების ფუნქცია, გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა, დამუხრუჭების
აქტიური სისტემა და ქალაქში დამუხრუჭების აქტიური სისტემა. ჩამოთვლილი სიახლეები
ეხება როგორც ახალ „C-მაქსს“, ასევე მის შვიდადგილიან ვერსია „გრანდ C-მაქსს“,
რომელსაც გრძივად გასასრიალებელი კარები აქვს.
No comments:
Post a Comment