Wednesday, October 8, 2014

„ლამბორგინი“ კონცეპტ „ასტერიონს“ არ გამოუშვებს

Lamborghini Boss Says Asterion Hybrid Hypercar Will Not Be Built
8 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „ლამბორგინის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი „ასტერიონია“, რომელიც თავისი გარეგნობით გაფიქრებინებთ, რომ ის სერიული წარმოებისთვისაც მზადაა. მაგრამ სამწუხაროდ, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ ახალი ტექნოლოგიების სადემონსტრაციო საშუალებაა, რომელთა დანიშნულებაც, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებაა.

ამგვარად, „ასტერიონი“ ვერ გახდება „ფერარი ლაფერარის“, „მაკლარენ P1-ის“ და „პორშე 918 სპაიდერის“ კონკურენტი. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მისი ელემენტების ბლოკი დაახლოებით 150 კილოგრამს იწონის. ეს კი ჩამოთვლილი სუპერ ავტომობილების შესაბამისი კომპონენტების წონებზე გაცილებით მეტია. ვინკელმანი ამბობს, რომ კონცეპტს კარგი აჩქარება და მასიმალური სიჩქარე აქვს, მაგრამ ტრეკზე კონკრენტებთან ვერ მივა, ის უფრო სუპერ კრეისერიაო.
ბუნებრივია, ასეთ ავტომობილს ბაზარზე არავინ გამოუშვებს, თუკი წინასწარ ეცოდინება, რომ კონკურენტებთან წაგებაშია. ამიტომ, ვინკელმანი ამბობს, რომ ეს ის ავტომობილი არაა, რომელსაც მისი კომპანია გამოუშვებს, თუმცა დასძენს, რომ „ასტერიონის“ ჰიბრიდული სისტემის ბევრ კომპონენტს „ლამბორგინი“ მალე თავის უგზოობის ავტომობილზე გამოიყენებს. მისი თქმით, ასეთი ავტომობილი ზედმეტ წონას უფრო იოლად აიტანს, ვიდრე უზადო დინამიკურ მახასიათებლებზე ორიენტირებული სუპერ ავტომობილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, სიმსუბუქე უნდა იყოს.
და მაინც, ვინკელმანი დასძენს, რომ თუ კლიენტი „ასტერიონს“ შეუკვთავს, „ლამბორგინი“ უარს არ იტყვის. ოღონდ, ეს მხოლოდ ერთჯერადი გამონაკლისი იქნება და ისიც ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავით აღჭურვილი და არა ჰიბრიდული სისტემით, როგორიც კონცეპტს აქვს. და ეს ძრავი, „ავენტადორის“ V12 იქნება, - ამბობს ვინკელმანი.

No comments:

Post a Comment