Tuesday, October 7, 2014

ტოდტი: შუმახერი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება

Schumacher 'can live normal life again' - Todt
7 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნდა, მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. როგორც ცნობილია, ტოდტი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან მეგობრობს და ჰოსპიტალშიც არაერთხელ მოინახულა. ამიტომ, კარგად იცის, როგორ იყო ადრე.
შეგახსენებთ, რომ ტოდტი „ფერარის“ ფ1-ის გუნდის შეფი იყო იმ პერიოდში როცა შუმახერმა ჩემპიონის ხუთი ტიტული მოიპოვა. მათ შორის ახლო ურთიერთობა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ორივემ „ფერარი“ დატოვა. 68 წლის ტოდტმა შუმახერი ახლახანს მოინახულა მის ვილაში, რომელიც ჟენევის ტბის ნაპირზე მდებარეობს. ეს მანამ მოხდა, სანამ FIA-ს პრეზიდენტი სუზუკაზე, იაპონიის დიდ პრიზზე დასასწრებად გაემგზავრებოდა.
მას შემდგ, რაც შუმი შინ დაბრუნდა, მასზე ინფორმაცია იშვიათად ქვეყნდება. მაგრამ მასთან სტუმრობის შემდეგ, ტოდტი ტელეკომპანია RTL-ის ბელგიურ სტუდას ესაუბრა და ეს სასიხარულო ინფორმაციაც პირველს მას აუწყა. „შეგვიძია ვივარაუდოთ, რომ მიხაელი მალე ცხოვრების მეტნაკლებად ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. ერთადერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა ისაა, რომ აღარასდროს მიუჯდება ფ1-ის მანქანის საჭეს“, - ამბობს ტოდტი.
„ის იბრძვის, მისი მდგომარეობა უმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ის, რომ ახლა შინ, თავის ოჯახთან ერთადაა“, - დასძენს ტოდტი.

No comments:

Post a Comment