Suzuki cuts output at Hungary plant ahead of
model changeover
15 ოქტომბერი
„სუზუკის“ უნგრულმა ქარხანამ წარმოების მოცულობა დროებით
შეამცირა, რათა მისი ხაზები, ახალი მოდელების წარმოებისთვის მოამზადოს. ესტერგომის
(ჩრდილო დასავლეთი უნგრეთი) ქარხანა შემცირებული სიმძლავრით წლის ბოლომდე
გააგრძელებს მუშაობას. როგორც იაპონური კომპანიის პრეს მდივანი ვიკტორია რუშკა აცხადებს,
ამ პერიოდში, ქარხანა ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთ ცვლაში იმუშავებს, თუმცა ამის
მიუხედავად, დაგეგმილ 150 000 ავტომობილს მაინც გამოუშვებს.
ქარხანა ორი მოძველებული მოდელის - მიკროვენ „სპლაშის“
და უგზოობის პატარა SX4-ის წარმოებას შეწყვეტს. სამაგიეროდ, ქარხანა უგზოობის
სუბკომპაქტურ ხუთკარიან „ვიტარას“ (ფოტოზე) წარმოებისთვის უკვე ემზადება. როგორც
ცნობილია, ამ ავტომობილის ევროპული პრემიერა ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე
გაიმართა და ის ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოვა.
მართალია, ქარხანაში წარმოებული მოდელების რაოდენობა
დროებით იკვეცება, მაგრამ იქ დასაქმებულთა დათხოვნა არ იგეგმება. ესტერგომის ქარხანაში
ასევე აწარმოებენ სუბკომპაქტურ „სვიფტს“, რომელიც ევროპის ბაზარზე „სუზუკის“
ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია და ახალ კომპაქტურ ქროსოვერ „S4 S-ქროსს“.
„სუზუკის“ წლის პირველ რვა თვეში, ევროპის ბაზარზე
გაყიდვები 12 პროცენტით, 107 377 ერთეულამდე გაზარდეს, რაც მეტწილად ბაზარზე „S4
S-ქროსის“ გამოსვლამ და მასზე სოლიდურმა მოთხოვნამ განაპირობა. სამაგიეროდ, 9
პროცენტით, 31 644-მდე შემცირდა „სვიფტის“ გაყიდვები. ასევე შემცირებულია „სპლაშის“
და SX4-ის გაყიდვები. „S4 S-ქროსზე“ მოთხოვნა კი 25 პროცენტით, 25 577-მდე
გაიზარდა.
No comments:
Post a Comment