Rallying-Latvala wins in France to cut Ogier's
lead
6 ოქტომბერი
ფინელმა იარი-მატი ლატვალამ საფრანგეთის რალი მოიგო
და ჩემპიონატის ლიდერთან, თანაგუნდელ სებასტიან ოჟიესთან ჩამორჩენა შეამცირა. ოჟიემ
ათეულში შესვლაც ვერ მოახერხა, თუმცა მისი მარცხის მიუხედავად, „ფოლკსვაგენმა“
რბოლა მაინც დუბლით მოიგო - მეორე ადგილზე, გერმანული კომპანიის მეორე გუნდის მრბოლი
ანდრეას მიკელსენი გავიდა, რომელიც გამარჯვებულს თითქმის 45 წამით ჩამორჩა.
ოჟიეს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და შემდეგ მისმა
ნავიგატორმა ჟულიენ ინგრასიამ შეცდომა დაუშვა, რის გამოც, მათმა ეკიპაჟმა დროითი
ჯარიმა დაიმსახურა და საერთო ჯამში, რვა წუთი დაკარგა. მართალია, ამის შემდეგ მან ოთხი
სპეცმონაკვეთი მოიგო და ექვსზე მოწინავე სამეულში შევიდა, მაგრამ ამის მიუხედავად,
რბოლა მაინც მე-13 ადგილზე დაასრულა. ეს კი მისთვის ამ სეზონში ყველაზე ცუდი შედეგია.
ცნობისათვის, ოჟიემ ბოლოს რბოლა ათეულს მიღმა გერმანიის შარშანდელ რალიზე დაიკავა,
რომელიც მე-17 ადგილზე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ საშინაო რბოლაში ოჟიე უქულოდ
მაინც არ დარჩენლა - მან სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო, რაშიც სამი ბონუს ქულა
დაიმსახურა. ახლა მას 217 ქულა აქვს და 27 ქულას უგებს ლატვალას და დარჩენილ ორი
რბოლიდან ერთში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაინაღდებს.
მომდევნო ეტაპს 24-26 ოქტომბერს ესპანეთი
უმასპინძლებს, ბოლოს ეტაპი კი ბრიტანეთში გაიმართება.
საფრანგეთის რალი
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 2:38:19.100
2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) +00:44.800
3. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 01:05.300
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 01:48.700
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 02:00.700
6. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:00.800
7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 03:02.500
8. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 04:08.400
9. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, ჰიუნდაი) 04:12.900
10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 06:07.500
მრბოლთა კლასიფიკაცია
1.
სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) – 217 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 190;
3. ანდრეას მიკელსენი - 143; 4. მიკო ჰირვონენი - 93; 5. ტიერი ნოივილი - 83; 6. კრის
მიკი - 82; 7. მადს ოსტბერგი - 80; 8. ელფინ ევანსი - 71; 9. მარტინ პროკოპი - 38;
10. დანიელ სორდო - 30...
No comments:
Post a Comment