First Look at VW's New XL Sport Concept with
200PS V2 Ducati Engine
7 ოქტომბერი
„ფოლკსვაგენმა“ პარიზის მოტორ შოუზე სპორტული კონცეპტუალური „XL სპორტი“ წარადგინა, რომელიც ეგრეთ წოდებული „ერთლიტრიანი“ XL1-ის ბაზაზეა შექმნილი და რომელიც მოტოციკლების მწარმოებელი „დუკატის“ მოდელ „სუპერლეგერას“ V2 ძრავითაა აღჭურვილი. ისევე როგორც მისი ჰიბრიდული დონორი, ეს ავტომობილიც შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 500 ცალი დამზადდება.
„ფოლკსვაგენმა“ პარიზის მოტორ შოუზე სპორტული კონცეპტუალური „XL სპორტი“ წარადგინა, რომელიც ეგრეთ წოდებული „ერთლიტრიანი“ XL1-ის ბაზაზეა შექმნილი და რომელიც მოტოციკლების მწარმოებელი „დუკატის“ მოდელ „სუპერლეგერას“ V2 ძრავითაა აღჭურვილი. ისევე როგორც მისი ჰიბრიდული დონორი, ეს ავტომობილიც შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 500 ცალი დამზადდება.
უნდა ითქვას, რომ XL1-ზე გამოყენებულ ჰიბრიდულ დანადგარშიც
ორცილინდრიანი (0.8-ლიტრიანი) ძრავია გამოყენებული, ოღონდ ის 57 ცხენის ძალას
ავითარებს. „XL სპორტზე“ ის „დუკატის“1.2-ლიტრიანი V2-ით შეიცვალა, რომელიც
მსოფლიოში უმძლავრეს ორცილინდრიან ძრავადაა აღიარებული. მისი სიმძლავრე 200 ცხენის
ძალას (11 000 ბრ/წთ-ზე) აღწევს.
საინტერესოა, რომ „XL სპორტზე“ ძრავთან ჯერ
საშუალედო რედუქტორია დაკავშირებული, რომელიც ძრავის ბრუნვებს 1.86 კოეფიციენტით
ამცირებს. მას კი ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისია უკავშირდება,
საიდანაც მამოძრავებელი ძალა უკანა ბორბლებს გადაეცემა. „ფოლკსვაგენის“ მიერ
გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ აღჭურვილობით ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად
5.7 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ს აღწევს.
მართალია, XL1-ის ბაზაზეა დამზადბული, მაგრამ „XL
სპორტი“ მაინც მასზე სპორტულად გამოიყურება, რაც უფრო განიერი და გრძელი ძარის
დამსახურებაა. მისი ელემენტების უმეტესობა კი კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული პოლიმერითაა
(CFRP) დამზადებული. პარიზში წარდგენილი კონცეპტის გაბარიტებია: სიგრძე 4291 მილიმეტრი,
სიგანე 1847 მილიმეტრი და სიმაღლე 1152 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი ბაზა 2424
მილიმეტრია. ანუ, ეს ავტომობილი XL1-ზე 403 მილიმეტრით გრძელი, 183 მილიმეტრით
განიერი და მხოლოდ 1 მილიმეტრით დაბალია. სპორტული მოდელის ბაზა კი 200 მილიმეტრით
გრძელია.
მსუბუქი მეტალების და მასალების გამოყენების
წყალობით, „XL სპორტი“ 890 კილოგრამს იწონის, თუმცა, ასეთი მინიმალისტური მიდგომით
შექმნილი ავტომობილისთვის ეს არცთუ ცოტაა. და მაინც, ჰაერისადმი წინააღმდეგობის დაბალი
კოეფიციენტის წყალობით (0.258), კარგი დინამიკური მახასიათებლები აქვს და როგორც „ფოლკსვაგენი“
ირწმუნება, ასეთი სიმძლავრის მქონე ავტომობილებს შორის მსოფლიოში უსწრაფესია.
No comments:
Post a Comment