Thursday, October 30, 2014

„ფორდი“ განახლებულ „ექსპლორერს“ ლოს ანჯელესში გაგვაცნობს

Freshened 2016 Ford Explorer to debut in L.A.
30 ოქტომბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ფორდის“ ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი, განახლებული „ექსპლორერი“ იქნება. ცისფერი ოვალი ჯერჯერობით ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას არ ავრცელებს. ღუმცა გვპირდება, რომ შეიცვლება „ექსპლორერის“ გარეგნობა, გაუმჯობესებულია მისი შესაძლებლობები და ეკიპირებაში მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები შევიდა.
ახლანდელი „ექსპლორერი“ (ფოტოზე) მეხუთე თაობის უგზოობის მოდელია და მას ამჟამად შუასასიცოცხლო განახლების ჯერი დაუდგა. ბაზარზე ის 2011 წელს გამოვიდა და დაძველების მიუხედავად, კვლავაც პოპულარულია. ცნობისათვის, ამ სახელით „ფორდმა“ ავტომობილი 1990 წელს გამოუშვა და მას შემდეგ, თითქმის 7 მილიონი ცალი გაჰყიდა.

„ფორდის“ სამოდელო გამაში, ქროსოვერებს და უგზოობის ავტომობილებს, განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამერიკული კომპანიის მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შარშან გაყიდული ავტომობილების 23 პროცენტი სწორედ ამ კლასის ავტომობილია. შედარებისთვის, წინა წელს ეს წილი მხოლოდ 17 პროცენტი იყო. „ფორდი“ ვარაუდობს, რომ 2020 წელს ეს მაჩვენებელი 29 პროცენტს მიაღწევს.
ცისფერი ოვალის ვიცე პრეზიდენტი ჯიმ ფერლი, ვინც გლობალური მასშტაბით გაყიდვებს, მარკეტინგსა და სერვისს უძღვება, ამობობს, რომ უგზოობის ავტომობილებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში იზრდება, რასაც მისი კომპანია, შესაბამისი ავტომობილების გამის გაფართოებით შეხვდა. შედარებით ახალ „ეჯს“ და „ისკეიპ/კუგას“ ახლახანს ყველაზე პატარა - „ეკოსპორტიც“ დაემატა. ქროსოვერები და უგზობის ავტომობილები განსაკუთრებით პოპულარული ჩინეთშია. რაც შეეხება „ექსპლორერს“, ფერლი მას „ფორდის“ უგზოობის ავტომობილების გამის ფუნდამენტად მოიხსენიებს.

No comments:

Post a Comment