Tuesday, October 28, 2014

„ფერარი“ მხოლოდ ექვს ცალ „პინინფარინა სერჯოს“ გამოუშვებს

Ferrari Will Build Six Pininfarina Sergio Roadsters, But They're All Spoken For
28 ოქტომბერი
„ფერარიმ“ დაადასტურა, რომ კონცეპტუალური „პინინფარინა სერჯოს“ სერიულ ვერსიას, ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ექვს ცალს დაამზადებს. ამასთან, იტალიური კომპანიის განცხადებით, ექვსივეზე შევეთა უკვე მიღებული აქვს იმ ერთგული კლიენტებისგან, რომლებიც თავადვე შეარჩია. „CNN მანისთან“ მარანელოელებმა ისიც განაცხადეს, რომ მყიდველები ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან არიან.
„ფერარი“ ავტომობილის ფასზე არაფერს ამბობს, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ის მილიონ დოლარზე მეტი ეღირება. ცნობისათვის, ექსკლუზიური F60, რომელიც იტალიურმა კომპანიამ აშშ-ის ბაზრისთვის შექმნა და მხოლოდ 10 ცალი დამზადდება, 2.5 მილიონი დოლარი ღირს. „სერჯო“ უფრო ექსკლუზიურია და შესაბამისად, მეტიც უნდა ღირდეს.
რაც შეეხემა იმ კლიენტებს, ვისაც „ფერარიმ“ ამ ავტომობილის შეძენა შესთავაზა, მათ კომპანიამ მანამ მიმართა, სანამ ავტომობილის დიზაინის შემუშავება დასრულდებოდა. შესაბამისად, მყიდველებმა არჩევანი მხოლოდ მუშა ესკიზების ხილვის შემდეგ გააკეთეს. სხვათა შორის, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ გახმაურებულა. „ფერარი“ თავის რჩეულ კლიენტებს ექვსივე „სერჯოს“ მომავალ წელს მიაწვდის.
„პინინფარინა სერჯო“ დამზადებულია „ფერარი 458 სპაიდერის“ ბაზაზე. მას მამოძრავებელი ძალით 4.5-ლიტრიანი V8 უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 570 ცხენის ძალაა. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.
ავტომობილის დიზაინი ატელიე „პინინფარინას“ მიერაა შემუშავებული. მას არ აქვს საქარე შუშა და იმისათვის, რომ მაღალ სიჩქარეზე, ამ ნაწილში ჰაერის ძლიერმა ნაკადმა არ იმოძრაოს, მანქანას წინა დიდი სპოილერი/სპლიტერი აქვს, რომელიც ჰაერს სასურველ მიმართულებას ანიჭებს. გარდა ამისა, დამცავ რკალსაც ისეთი ფორმა აქვს, რომ ის სპოილერის მოვალეობასაც ასრულებს და უკანა ბორბლების ჩაჭიდებასაც აუმჯობესებს.
როდსტერი „სერჯო“ თავის დონორთან შედარებით, 150 კილოგრამით მსუბუქია. ამის წყალობით კი მასზე უკეთესი აჩქარება აქვს - ადგილიდან ასის აკრეფას, 3.4 წამზე ნაკლებში ასწრებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ის ფარგლებშია.

No comments:

Post a Comment