Saturday, October 25, 2014

„ლენდ როვერი“ „დისქავერი სპორტის“ ტემპერამენტიან ვერსიაზე ფიქრობს

Land Rover May Build Diesel-Powered High-Performance Discovery Sport Variant
23 ოქტომბერი
„ლენდ როვერი“ თავისი უახლესი ავტომობილის, „დისქავერი სპორტის“ ტემპერამენტიანი ვერსიის გამოშვებასაც აპირებს. ბრიტანულმა კომპანიამ გერმანელ პრემიუმ მწარმოებლებთან კონკურენცია მდევრის რანგში დაიწყო და ძალიან სწრაფად ვითარდება. „დისქავერი სპორტი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი უნდა გახდის. და შესაძლოა, მალე მყიდველს მისი ტემპერამენტიანი ვერსიაც შესთავაზონ.
როგორც „ლენდ როვერის“ პროგრამების დირექტორი მარი დიტჩი „დისქავერი სპორტს“ სპორტული იერის მქონე ავტომობილად მოიხსენიებს და დაქსძენს, რომ მასზე გაცილებით მძლავრი ვერსიის გამოშვებასაც ისურვებდა. წარმოშობით ავსტრალიელი მენეჯერი კონკურენტ ორიენტირად „აუდის“ SQ5-ს ასახელებს. თუმცა ავსტრალიურ გამოცემა „ქარ ედვაისთან“ საუბრისას აღიარებს, რომ სპორტული „დისქავერი სპორტი“ ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტიკური ავტომობილია.
„ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ მიიღებს ბაზარი „დისქავერი სპორტს“. ჩვენ ევროპის ბაზარზე ყველა დანარჩენი მოდელის სპორტულ ვერსიას ვუშვებთ. ისინი დიზელზე მძლავრი ძრავებითაა აღჭურვილი. მაგრამ ევროპაში მარტო ცხენის ძალებით შორს ვერ წავალთ. ვთქვათ, 300 ცხენისძალიან ბენზინის ძრავს დავაყენებთ, მაგრამ ეს ბაზარზე საჭირო რეაქციას ვერ გამოიწვევს - ასეთს მყიდველს სხვებიც სთავაზობენ. მაგრამ თუ 250-ცხენისძალიან დიზელს გამოვიყენებთ, ეს ყურადღებას მიიქცევს“, - ამბობს დიტჩი.
„ლენდ როვერის“ დიზაინის შროს დირექტორი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ მისი კომპანია ყოველი მოდელის ფლაგმან ვერსიაზე მუშაობს, როგორც მაგალითად, AMG დივიზიონი „მერსედეს-ბენცის“ მოდლების ტოპ ვერსიებს აკეთებს. პირველი ასეთი ავტომობილი, სახელად „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“, ბრიტანულმა კომპანიამ ახლახანს პარიზის მოტორ შოუზე წარადგინა.

No comments:

Post a Comment