Monday, October 20, 2014

ჰულკენბერგი „ფორს ინდიაში“ დარჩა

Force India have confirmed Nico Hulkenberg will remain with the team in 2015
20 ოქტომბერი
„ფორს ინდიამ“ გამოაცხადა, რომ ნიკო ჰულკენბერგი მომავალ სეზონშიც მისი ბოლიდით იასპარეზებს. გუნდი გერმანელს ფ1-ში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პილოტად მოიხსენიებს. ჰულკენბერგისთვის ეს ფ1-ის კაერიერაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ზედიზედ ორ სრულ სეზონს ერთსა და იმავე გუნდში გაატარებს.
ცნობისათვის, 2010 წლის შემდეგ, „ფორს ინდიას“ (2011 წელს სარეზერვო პილოტი იყო, 2012 წელს კი - საპრიზო პილოტი) გარდა, მას „უილიამსსა“ და „ზაუბერშიც“ უასპარეზია. 27 წლის პილოტს ამჟამად ჩემპიონატში მერვე ადგილი უკავია. ამასთან, ქულები გასული 16 რბოლიდან 13-ში მოიპოვა.
„ძალიან კარგია, რომ მომავალი სეზონისთვის გეგმები უკვე დალაგებული მაქვს. ამ გუნდს ძალიან კარგად ვიცნობ, მასთან ერთად შესანიშნავ სეზონს ვატარებ და რამდენიმე კარგი შედეგიც გვქონდა. გუნდს დიდი ამბიციები აქვს და მჯერა, რომ მომავალი სეზონისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის მომზადებას შეძლებს“, - ამბობს ჰულკენბერგი.
ინდური გუნდის შეფი ვიჯეი მალია ამბობს, რომ ჰულკენბერგმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ „ფორს ინდია“ ამ სეზონში თვით „მაკლარენსაც“ კი უწევს კონკურენციას, რომელსაც კონსტრუქტორთა თასზე მეხუთე ადგილს ეცილება. მათ 21 ქულა აშორებს და „ფორს ინდიას“ ამჟამად მეექვსე ადგილი უკავია.
„გუნდში ყველას გაუხარდა, რომ ნიკო ჩვენთან რჩება. ჩვენ მას ძალიან ვაფასებთ, რადგან ქულებს მუდმივად აგროვებს. ამასთან, ნიკოს ძალიან კარგად ვიცნობთ: ის ჭეშმარიტი მრბოლია და გუნდის მოტივირებაც შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ახლანდელ პილოტებს შორის ერთ-ეთი საუკეთესოა და ვამაყობ იმით, რომ კვლავაც „ფორს ინდიას“ ფერებით ასპარეზობას გააგრძელებს“, - ამბობს მალია.

No comments:

Post a Comment