New Suzuki Vitara gets Paris motor show debut
2 ოქტომბერი
16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „სუზუკიმ“ სახელ „ვიტარას“
გამოყენება შეწყვიტა და უფრო „გრანდ ვიტარათი“ შეცვალა, თუმცა მალე ძველი სახელი
დაბრუნდება და ამის პირველი მახარობელი, პარიზის მოტორ შოუს დამთვალიერებელმა
იხილა. ახალი „ვიტარა“ ისევ კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტის ბინადარი გახდება,
სადაც მეტოქეებად „ნისან ჯუკი“, „ფორდ ეკოსპორტი“, „ოპელ მოკა“ და სხვა პატარები
დახვდებიან.
უნდა ითქვას, რომ თავისი მოდელების სეგმენტებს
შორის გადანაწილება „სუზუკიმ“ კომპაქტური და სუბკომპაქტური ქროსოვერების და უგზოობის
ავტომობილების მზარდი პოპულარობის გამო გადაწყვიტა. და შესაბამისად, „ვიტარას“
დაბრუნების საკითხიც დადგა. ამ ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 175 მილიმეტრია,
სიგან 1 775 მილიმეტრი, სიმაღლე 1 610 მილიმეტრი. რაც შეეხება ბორბლებს შორის
ბაზას, ის ზუსტად 2 500 მილიმეტრია. ავტომობილი 1075-1295 კილოგრამს (აღჭურვილობაზეა
დამოკიდებული) იწონის. მისი კლირენსი 185 მილიმეტრია, საბარგლის მოცულობა კი - 375
ლიტრი.
ახალი „ვიტარა“ ბენზინის და დიზელის 1.6-ლიტრიანი
ძრავებითაა აღჭურვილი, რომელთაგან ბენზინის აგრეგატი ავტომობილს 120 ცხენის ძალას
და 156 ნიუტონმეტრს ანიჭებს, დიზელისა კი - 120 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს.
ამავე ძრავებს იაპონური კომპანია „S-ქროსზეც“ იყენებს. ბენზინის აგრეგატს
სტანდარტული შესრულებით 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უკავშირდება, ოპციით კი 6-საფეხურიანი
ავტომატის დაყენებაცაა შესაძლებელი. დიზელის ძრავისთვის კი მხოლოდ 6-საფეხურიანი
კოლოფია გამოყოფილი. ორივე შემთხვევაში, მყიდველს ოპციის სახით, ოთხ რეჟიმში
მომუშავე სრულ ამძრავიან სისტემა „ოლგრიპს“ შესთავაზებენ.
ახალ „ვიტარას“ იაპონური კომპანიის უნგრული ქარხანა
მომავალი წლიდან გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment