Wednesday, October 15, 2014

მატეშიცი ვერნის „ტორო როსოში“ დატოვებას აპირებს

Mateschitz hints Vergne to keep Toro Rosso seat
15 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც „რედ ბულმა“ სებასტიან ფეტელის ადგილზე „ტორო როსოდან“ დანილ კვიატი მიიწვია, იტალიურ გუნდში ადგილი გათავისუფლდა, რომლის დაკავების რეალური შანსიც მის ახლანდელ პილოტ ჟან-ერიკ ვერნს აქვს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, 24 წლის ფრანგის ადგილზე „ტორო როსომ“ ჰოლანდიელი თინეიჯერი მაქს ფერსტაპენი აიყვანა ს ისე ჩანდა, რომ ვერნს სხვა გუნდში ან სერიაში უნდა ეძებნა ადგილი.
მართალია, ბევრი ფიქრობდა, რომ მეორე პილოტადაც „ტორო როსო“ ახალგაზრდა პილოტს, კერძოდ კი კარლოს საინს უმცროსს აიყვანდა, მაგრამ ახლახანს კომპანია „რედ ბულის“ მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა განცხადა, რომ დიდი ალბათობით, გუნდში ვერნს დატოვებენ.
„ჩვენთვის ვერნის სასარგებლოდ ძალიან ძლიერი არგუმენტია ის ფაქტი, რომ გვინდა, ძალიან ახალგაზრდა პილოტს პარტნიორად გამოცდილი თანაგუნდელი ჰყავდეს“, - „სპიდ ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა ავსტრიელმა მილიარდერმა, ვინც თვლის, რომ „ტორო როსოში“ 17 წლის ფერსტაპენის მიწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო.
დაბოლოს, მატეშიცმა დაადასტურა, რომ ფეტელთან „რედ ბულის“ კონტრაქტი ოფიციალურად სეზონის დამთავრებიდან ხუთ დღეში დასრულდება.

No comments:

Post a Comment