Monday, October 13, 2014

სუპერ ძანარდი

Alex Zanardi Finishes 140-Mile Triathlon Using Only His Arms
12 ოქტომბერი
ავტოსპორტის და საერთოდ, სპორტის ლეგენდამ, იტალიელმა ალექს ძანარდიმ თავის სახელოვან კარიერას კიდევ ერთი მიღწევა შემატა. მან წარამტებით დაძლია ჰავაის ტრიატლონის 226.255-კილომეტრიანი დისტანცია, რომელიც მთლიანად ხელის ძალით განვლო. დისტანციის გავლას მან 9 საათი და 47:14 წუთი მოანდომა და 2 187 მონწილეს შორის, 272-ე ადგილი დაიკავა.

ძანარდიმ, ვინც 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცრინგის ოვალზე რბოლისას მომხდარ კატასტროფაში ორივე ფეხი დაკარგა, 3.86 კილომეტრი ღია ოკეანეში, სპეციალური ჟილეტის დახმარებით (რომელიც ჩაძირვისგან იცავდა) გაცურა, შემდეგ ხელის ბაიკით, ველო მონაკვეთზე 180.2 კილომეტრი გაიარა და ბოლოს, სრული მარათონული დისტანცია - 42.195 კილომეტრი, ინვალიდის ეტლით დაფარა.


ლონდონის პარალიმპიური თამაშების ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალოსანმა იტალიელმა, ვინც ამჟამად 47 წლისაა, თავის ასაკობრივ ჯგუფში (45-49 წლები), 247 მონაწილეს შორის, მე-19 ადგილი დაიკავა. ერთი შეხედვით, ბევრი არაფრის მთქმელი შედეგია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს მისი პირველი ტრიატლონია და თანაც, მარათონულ დისტანცაზე.




ტრიატლონია და თანაც, მარათონულ დისტანცაზე.

„ეს ფანტასტიურია! ეს დღე ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ჩემი შედეგით ძალიან ვამაყობ. მე ყველაზე გამორჩეულ ტრიატლონში ვიასპარეზე და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგადაც. ბოლო 300 მეტრი განსაკუთრებით გამორჩეული იყო. ის ყველაფრად ღირდა. არ ვიცი, ყველა ერთნაირად მესალმებოდა, თუ არა. მაგრამ ამ ვიწრო გზას რომ გავდიოდი, ისეთი რამ განვიცადე, რაც ადრე არასდროს მქონია. ეს საოცრება იყო. მე ყოველთვის ახლოს ვარ ხოლმე ტირილთან. იმ ტიპის ემოციური არ ვარ, ყველაფერზე ცრემლი რომ მოსდით, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო“, - განაცხადა ძანარდიმ, ვინც იმ ოვაციებზე ლაპარაკობს, რომლითაც ფინიშთან მაყურებელი შეხვდა.


ძანარდი ამჟამად „ბეემვეს“ კეთილი ნების ელჩია და მისი ავტომობილით, „ბლანპეინის“ სერიაში ასპარეზობს.

No comments:

Post a Comment