Saturday, October 11, 2014

ჰამილტონი სოჭის რბოლის პოულზე

Hamilton pips Rosberg to pole in Russia
11 ოქტომბერი
სოჭის უახლესი ტრეკის პირველი საკვალიფიკაციო რბოლა ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა ამ სეზონში მეშვიდე, კარიერაში კი 38-ე კვალიფიკაცია მოიგო. თუმცა რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ უფრო უკეთესი დროის ჩვენებაც შესაძლებელი იყო.
„ეს არ იყო სრულყოფილი გამოსვლა. ჩემი აზრით, უფრო მეტიც შემეძლო. ტრეკის ზედაპირი კარგია, ძალია სწორი და კარგი ჩაჭიდებით“, - ამბობს 29 წლის ბრიტანელი, ვინც ჩემპიონატში 10 ქულას უგებს თანაგუნდელ ნიკო როსბერგს. გერმანლი ისევ მეორე დროს დასჯერდა და რბოლის შემდგომ აღიარა, რომ ჰამილტონი მთელი უიკენდის განმავლობაში უსწრაფესია.
საკვალიფიკაციო სესიის მიწურულს, პოულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა „უილიამსის“ ვალტერი ბოტასს, რომელმაც პირველ ორ სექტორში საუკეთესო დრო დააფიქსირა, მაგრამ ფინიშის სწორზე გასვლისას შეცდომა დაუშვა და მართალია, მანქანაზე კონტროლი დაიბრუნა, მაგრამ ბევრი დრო დაკარგა და საბოლოოდ, მესამე შედეგს დასჯერდა. საბოლოოდ ის ჰამილტონს თითქმის 0.4 წამით ჩამორჩა.
„იმ მომენტში არ ვიცოდ, პოულთან თუ ასე ახლოს ვიყავი. ბოლო ორ მოსახვევში მეტისმეტად გავრისკე, მოსახვევიდან გამოსვლისას ზედმეტად გარეთ გავედი, თან იმ ადგილზე ცოტა გავცურდი“, - ყვება ბოტასი, რომელმაც თითქმის 0.2 წამით აჯობა ჯენსონ ბატონს.
მხოლოდ მე-8 და მე-9 ადგილებს დასჯერდნენ „ფერარის“ პილოტები. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიურმა გუნდმა რბოლა უქულოდ დაასრულა და ეს მისთვის ბოლო 81 რბოლაში პირველი უქულო რბოლა იყო. გაუჭირდა „რედ ბულსაც“, რომლის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა ათეულში შესვლაც კი ვერ შეძლო, დანიელ რიკარდო კი მე-7 დროს დასჯერდა.
კიდევ უფრო არ გაუმართლა ფელიპე მასას. ბრაზილიელ პილოტს ძრავის პრობლემები შეექმნა და როცა ეს დააფიქსირა, პირველი სესიის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი. ამიტომ, ბოქსში შესვლაზე გუნდმა უარი უთხრა - ვერაფერს მოვასწრებთო. მასამ სცადა, მაგრამ ძალანაკლული აგრეგატით ვერაფერი მოახერხა.

სოჭის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:38.513
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:38.713
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    1:38.920
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:39.121
5. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                     1:39.277
6. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:39.629
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)           1:39.635
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:39.709
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:39.771
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:40.020
- - - - - - - - - -
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:40.052
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:40.058
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:40.163
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                  1:40.536
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:40.984
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:41.397
- - - - - - - - - -
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:42.648
18. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:43.064
19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:43.166
20. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:43.205
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:43.649

No comments:

Post a Comment