Motor racing-Hamilton quickest in Russian
practice
10 ოქტომბერი
გინდათ ისე თქვით, გინდათ ასე - სოჭი ძველ ქართული
მიწაა და ამ მიწაზე მალე ფორმულა ერთის პირველი რბოლა ჩატარდება. როგორც
ყოველთვის, პარასკევს თავისუფალი პრაქტიკები იყო და როგორც (ამ სეზონში)
ყოველთვის, ყველაზე სწრაფები „მერსედესის“ პილოტები იყვნენ.
პირველ სესიაზე უფრო სწრაფი ნიკო როსბერგი იყო, მეორზე
კი ყველას ლუის ჰამილტონმა აჯობა, რომელიც ახალი ტრასითაც და თავისი მანქანის
მუშაობითაც კმაყოფილი დარჩა. მეორე სესია, დასრულებამდე რვა წუთით ადრე შეწყდა,
რისი მიზეზიც დანიელ რიკარდოს მანქანის აგრეგატის დაზიანება გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი
რბოლით ადრე, „მერსედესის“ გუნდს ტიტულის ვადამდე მოპოვების რეალური შანსი აქვს.
მის პილოტებს 15-დან 12 რბოლა აქვთ მოგებული. აქედან რვაჯერ რბოლა დუბლით
დაასრულეს. ყველაზე მეტი, რვა გამარჯვება ჰამილტონის ანგარიშზეა, ვინც ჩემპიონატის
ლიდერია და თანაგუნდელ როსბერგს 10 ქულას უგებს. 4 გამარჯვება როსბერგს აქვს
მოპოვებული, სამი კი - რიკარდოს.
დანარჩენებს შორის უსწრაფესები „მაკლარენის“ პილოტები
იყვნენ. პირველ სესიაზე ჯენსონ ბატონს კარგა ხანს საუკეთესო დრო ჰქონდა. მეორე
მხრივ, ის ორჯერ დაჯარიმდა (ჯამში 1 100 ევროთი) პიტლეინზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის.
მეორე სესიაზე ბრიტანელი მეექვსე დროს დასჯერდა. სამაგიეროდ, მეორე საუკეთესო იყო
მისი თანაგუნდელი კევინ მაგნუსენი. ორივე სესიაზე ძალიან სტაბილური იყო ფერნანდო
ალონსო, რომელმაც მეოთხე და მესამე დროები დააფიქსირა. პირველ სესიაზე შედგა ფ1-ში
კიდევ ერთი რუსი მრბოლის, 19 წლის სერგეი სიროტკინის დებიუტი, რომელსაც ამის
საშუალება „ზაუბერმა“ მისცა.
ყველა
მანქანზე დაკრული იყო სტიკერები, რომლებზეც სუზუკას რბოლისას მძიმედ დაშავებული ჟიულ
ბიანკის მხარდასაჭერი ფრაზები ეწერა. ამასთან დაკავშირებით, ბიანკის გუნდმა „მარუსიამ“
ტრასაზე მხოლოდ ერთი პილოტი გამოიყვანა და რბოლასაც ერთი პილოტით ჩაატარებს. მთელი
სარბოლო უქმეების განმავლობაში, ბიანკის ბოლიდი გარაჟში იდგება.
სოჭის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.311
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:42.376
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:42.507
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:42.720
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:43.026
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:43.129
7. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:43.164
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:43.212
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:43.327
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:43.542
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:43.741
12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.821
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:43.976
14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:44.506
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:44.625
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:44.876
17. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, ზაუბერი) 1:45.032
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:45.190
19. რობერტო მერი (ესპანეთი, კატერჰემი) 1:46.782
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:46.922
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:47.284
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39.630
2. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:40.494
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:40.504
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.542
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:40.573
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.718
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.731
8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:41.108
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.396
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:41.531
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:41.630
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:41.677
13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:42.061
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:42.090
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.233
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:42.892
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:42.905
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:43.055
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:44.135
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:44.530
21.
კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:44.952
No comments:
Post a Comment