Sunday, October 12, 2014

„მერსედეს AMG-მ“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვადამდე მოიპოვა

Motor racing-Hamilton wins as Mercedes take constructors' title
12 ოქტომბერი
„მერსედესმა“ პირველად მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი, რომელიც სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, სოჭის რბოლის შემდეგ მოხდა. საწყენია ერთი დამთხვევა: თუ ადრე, ვერცხლისფერი ისრების ეპოქაში (1930-იანი წლების მიწურულს), შტუტგარტული კომპანიის გუნდი მილოცვებს ადოლფ ჰიტლერისგან ღებულობდა, ფ1-ის პირველი ტიტულის მილოცვა თანამედროვე ტირანისგან მიიღო. ალბათ მიხვდით, ვისგანაც...
ლუის ჰამილტონმა კი მორიგი ნაბიჯი გადადგა მეორე ტიტულისკენ. ამ სეზონში მოპოვებული მეცხრე გამარჯვებით, მან ნიკო როსბერგთან უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. თუმცა, დარჩენილ სამ ეტაპზე ეს უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს - აბუ დაბიში ხომ პილოტებს გაორმაგებული ქულები ეწერებათ... სულ კი, მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი. ჰამილტონი ფ1-ის ისტორიაში მხოლოდ მეოთხე მრბოლია, ვინც ერთ სეზონში ცხრა რბოლის მოგება შეძლო. ამასთან, ეს მის კარიერაში 31-ე გამარჯვებაა, რითაც ის ნაიჯელ მენსელს გაუტოლდა.
ჰამილტონმა სტარტიდან ფინიშამდე ლიდერის პოზიცია მხოლოდ ერთხელ, ერთადერთ მოსახვევში დათმო, ისიც რბოლის დასაწყისში, როცა როსბერგმა ზედმეტი რისკის ხარჯზე შეასწრო პირველ მოსახვევში, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოასწრო. რაც მთავარია, მოსახვევის წინ ინტენსიური დამუხრუჭებისას, საბურავები დაუზიანდა და პირველივე წრის შემდეგ, პიტ სტოპის შესრულება მოუხდა. ამან კი პელოტონის კუდში გადააგდო, მაგრამ აქედან მოყოლებული, შესანიშნავად იასპარეზა და ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა.
კარგად იასპარეზა ვალტერი ბოტასმაც, ვინც სტარტიდან კვალში კი ედგა ჰამილტონს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამორჩა და საბოლოოდ, მასთან 17 წამი წააგო. რაც მთავარია, ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა და რბოლის მიწურულს, უფრო ახალი საბურავების წყალობით, როსბერგზე (ვისაც საბურავები პირველი წრის შემდეგ აღარც შეუცვლია) უკეთესი ტემპიც ჰქონდა, თუმცა დაწევა ვეღარ მოახერხა.
მოკლედ, სამქიმიანებმა ამ სეზონში უკვე მეცხრე რბოლა მოიგეს დუბლით და ერთი მსგავსი გამარჯვება აკლიათ, რათა „მაკლარენის“ 1988 წლის მიღწევა გაიმეორონ. იმ წელს უოკინგელთა ბოლიდებით ავტოსპორტის ორი ლეგენდა - აირტონ სენა და ალენ პროსტი ასპარეზობდა. ცნობისათვის, „მერსედესმა“ ფორმულა ერთი 1955 წელს დატოვა, როცა კონსტრუქტორთა თასი არ თამაშდებოდა. 2010 წელს კი საკუთარი გუნდით დაბრუნდა.
სოჭის რბოლის დაწყებამდე, 21-მა პილოტმა პატივი სცა იაპონიაში მძიმედ დაშავებულ ჟიულ ბიანკის, რომელიც კვლავაც თავის ტვინის ტრავმით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მის საპატივცემულოდ, მისმა გუნდმა „მარუსიამ“ მეორე მანქანა არ გამოიყვანა. სიმბოლურად, ის ბოქსში იდგა.

სოჭის დიდი პრიზი
ოლიმპიური პარკი, დისტანცია 309.732 კმ (5.853 კმ, 53 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:31:50.744
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:13.657
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:17.425
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:30.234
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         00:53.616
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    01:00.016
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            01:01.812
8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              01:06.185
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             01:18.877
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    01:20.067
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       01:20.877
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          01:21.309
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            01:37.295
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1 წრე
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1 წრე
17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                2 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                        32 წრე (მუხრუჭები)
გ. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                       44 წრე (საკიდარი)

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:40.896 (53-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 291 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 274; 3. დანიელ რიკარდო - 199; 4. ვალტერი ბოტასი - 145; 5. სებასტიან ფეტელი - 143; 6. ფერნანდო ალონსო - 141; 7. ჯენსონ ბატონი - 94; 8. ნიკო ჰულკენბერგი - 76; 9. ფელიპე მასა - 71; 10. კევინ მაგნუსენი - 49; 11. სერხიო პერესი - 47; 12. კიმი რაიკონენი - 47; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 21; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 8; 16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) – 2

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 565 ქულა - ჩემპიონი; 2. რედ ბულ-რენო - 342; 3. უილიამს-მერსედესი - 216; 4. ფერარი - 188; 5. მაკლარენ-მერსედესი - 143; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 123; 7. ტორო როსო-რენო - 29; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერი-ფერარი - 0; 11. კატერჰემი-რენო - 0

კონსტრუქტორთა თასის მფლობელები (1958 წლიდან)
2014 - მერსედესი
2013 - რედ ბული
2012 - რედ ბული
2011 - რედ ბული
2010 - რედ ბული
2009 - ბრაუნი
2008 - ფერარი
2007 - ფერარი
2006 - რენო
2005 - რენო
2004 - ფერარი
2003 - ფერარი
2002 - ფერარი
2001 - ფერარი
2000 - ფერარი
1999 - ფერარი
1998 - მაკლარენი
1997 - უილიამსი
1996 - უილიამსი
1995 - ბენეტონი
1994 - უილიამსი
1993 - უილიამსი
1992 - უილიამსი
1991 - მაკლარენი
1990 - მაკლარენი
1989 - მაკლარენი
1988 - მაკლარენი
1987 - უილიამსი
1986 - უილიამსი
1985 - მაკლარენი
1984 - მაკლარენი
1983 - ფერარი
1982 - ფერარი
1981 - უილიამსი
1980 - უილიამსი
1979 - ფერარი
1978 - ლოტუსი
1977 - ფერარი
1976 - ფერარი
1975 - ფერარი
1974 - მაკლარენი
1973 - ლოტუსი
1972 - ლოტუსი
1971 - ტირელი
1970 - ლოტუსი
1969 - მატრა
1968 - ლოტუსი
1967 - ბრებჰემი
1966 - ბრებჰემი
1965 - ლოტუსი
1964 - ფერარი
1963 - ლოტუსი
1962 - BRM
1961 - ფერარი
1960 - კუპერი
1959 - კუპერი
1958 - ვენუოლი

No comments:

Post a Comment