დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 31, 2014

პრობლემების მიუხედავად, ჰამილტონი ოსტინშიც უსწრაფესია

Motor racing-Hamilton fastest as Mercedes dominate U.S. practice
31 ოქტომბერი
0.003 წამი - ესაა განსხვავება „მერსედესის“ ორ პილოტს შორის. ვინ იცის, იქნებ ლუის ჰამილტონს მისი გაზრდა შეეძლო, მეორე პრაქტიკის შუაწელში მის მანქანაზე ჰიდრავლიკა რომ არ დაზიანებულიყო. მთავარი კი ისაა, რომ სამქიმიან ლიდერებს ამჯერად ყველაზე მეტად ფერნანდო ალონსო მიუახლოვდა. „ფერარის“ პილოტი, ვისი მომავალიც ახლა პადოკში ყველაზე მეტად აინტერესებთ, „დანარჩენ“ პელოტონს ჩაუდგა სათავეში.

ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ დებიუტისთვის ემზადება

More Details About 2016-Bound All-New Land Rover Defender
31 ოქტომბერი
დიდი დრო აღარ დარჩა სრულიად ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ დებიუტამდე. უახლესი, „დისქავერის“ ოჯახის პირველი წევრის, „დსქავერი სპორტის“ პრემიერის შემდეგ, მომავალ წელს სწორედ ახალი „დიფენდერის“ ჯერი დადგება. მაგრამ მისი დებიუტის მოახლოების მიუხედავად, ბრიტანული კომპანია მის შესახებ ინფორმაციას კვლავაც საიდუმლოდ ინახავს. თუმცა, ზოგი რამ უკვე ცნობილია.

Thursday, October 30, 2014

„ფორდი“ განახლებულ „ექსპლორერს“ ლოს ანჯელესში გაგვაცნობს

Freshened 2016 Ford Explorer to debut in L.A.
30 ოქტომბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ფორდის“ ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი, განახლებული „ექსპლორერი“ იქნება. ცისფერი ოვალი ჯერჯერობით ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას არ ავრცელებს. ღუმცა გვპირდება, რომ შეიცვლება „ექსპლორერის“ გარეგნობა, გაუმჯობესებულია მისი შესაძლებლობები და ეკიპირებაში მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები შევიდა.

ჟიულ ბიანკი ისევ „კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომარეობაშია

Jules Bianchi’s family say the driver remains in a 'critical but stable' condition
30 ოქტომბერი
ჟიულ ბიანკის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ფრანგი მრბოლი კვლავაც „კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომარეობაში იმყოფება. იაპონიის დიდი პრიზის რბოლის დროს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, „მარუსიას“ პილოტის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის აქამდ იაპონიაში, იოკაიჩის „მიე ჯენერალის“ სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას.

„R8 კომპეტიშნ“ – „აუდის“ უსწრაფესი სერიული ავტომობილი

New R8 Competition is Audi's Fastest Production Car
30 ოქტომბერი
„აუდი“ მალე მეორე თაობის R8-ს გამოუშვებს, პირველს კი წარმოებიდან მოხსნემდე, კიდევ ერთი ვერსია მოუმზადა, რომელიც გერმანული კომპანიის განცხადებით, მის ისტორიაში უსწრაფესი სერიული ავტომობილი გახდება. ავტომობილის სრული სახელწოდებაა „R8 კომპეტიშნ“ და მისი პრემიერა მალე ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გაიმართება.

Wednesday, October 29, 2014

„პორშე პაიუნი“ „ტესლა მოდელ S-ის“ კონკურენტი იქნება

Porsche Pajun to Go Full-Electric as Tesla Model S Rival
29 ოქტომბერი
ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ტესლას“ მიერ სედან „მოდელ S-ის“ გამოშვებამ, ლუქს კლასის ავტომობილების ბაზარზე, ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ კომპანიას არც „პორშესავით“ სპორტული იმიჯი აქვს და არც „მერსედესივით“ მდიდარი წარსული, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი სედანი გაცილებით უკეთ იყიდება, ვიდრე „აუდი A8“, ან „მერსედეს-ბენცის“ S-კლასი. და ბუნებრივია, გერმანელები კომპანიები კალიფორნიული კომპანიის მიერ გაკვალული გზის გაყოლაზე ფიქრობენ.

კოლექცია 36 „კორვეტით“ აუქციონზე გაიყიდება

Peter Max’ 36-Corvette Collection Finally Saved, Heading to Auction
29 ოქტომბერი
არსებობს კოლექცია, რომელშიც 36 ცალი „შევროლე კორვეტია“ გაერთიანებული. კოლექცია, ამ ავტომობილის წაროების დაწყებიდან, 1989 წლამდე პერიოდში გამოშვებულ, ყოველი სამოდელო წლის ავტომობილს აერთიანებს. ის ნებისმიერი კოლექციონერისთვის სასურველი შენაძენი გახდებოდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში, მტვერი ჭამს. თუმცა, მალე ამ მტვერს მოაცილებენ!

კონცეპტუალური „ტროლერ T4“ - თანამედროვე „ფორდ ბრონკო“

Troller T4 Concept Breaks Cover, Looks Like a Modern-Day Ford Bronco
29 ოქტომბერი
ერთ დროს პოპულარული უგზოობის ავტომობილი, სახელად „ბრონკო“, „ფორდმა“ 1996 წელს ქალაქზე ორიენტირებული „ექსპედიშნით“ შეცვალა. თუმცა „ბრონკოს“ კვლავაც ჰყავს თაყვანისმცემლები და არაა გამორიცხული, რომ მათი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ცისფერმა ოვალმა ბრაზილიიდან ამერიკაში „ბრონკოს“ სტილის „ტროლერ T4“ შეიტანოს.

Tuesday, October 28, 2014

„ფერარი“ მხოლოდ ექვს ცალ „პინინფარინა სერჯოს“ გამოუშვებს

Ferrari Will Build Six Pininfarina Sergio Roadsters, But They're All Spoken For
28 ოქტომბერი
„ფერარიმ“ დაადასტურა, რომ კონცეპტუალური „პინინფარინა სერჯოს“ სერიულ ვერსიას, ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ექვს ცალს დაამზადებს. ამასთან, იტალიური კომპანიის განცხადებით, ექვსივეზე შევეთა უკვე მიღებული აქვს იმ ერთგული კლიენტებისგან, რომლებიც თავადვე შეარჩია. „CNN მანისთან“ მარანელოელებმა ისიც განაცხადეს, რომ მყიდველები ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან არიან.

Monday, October 27, 2014

„ლენდ როვერი“ მეორე ჩინური მოდელი „დისქავერი სპორტი“ იქნება

Land Rover will build Discovery Sport as second model in China plant
27 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ მისი მეორე ჩინური ავტომობილი, უახლესი საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილი „დისქავერი სპორტი“ გახდება, რომლის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე შედგა. ამის შესახებ, „ლენდ როვერის“ პროგრამების დირექტორმა მარი დიტჩმა განცხადა.

„აუდი“ ფ1-ში გადასვლას უარყოფს

Audi denies F1 rumors, says they are 'committed' to WEC
27 ოქტომბერი
„აუდიმ“ გამოაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი ფორმულა ერთში გადასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მოტორსპორტული გუნდები, გამძლეობაზე რბოლების (WEC), GT-ს და DTM-ის ჩემპიონატებში ასპარეზობას გააგრძელებენ.

თბილისში საავტომობილო მუზეუმი გაიხსნა

27 ოქტომბერი
იყო დრო, როცა ამ ავტომობილებს ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ქუჩაში მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავდით. ისინი საბჭოთა „ბედნიერი ცხოვრების“ ნაწილი იყო, რომლებითაც გარე სამყაროს რკინის ფარდით მოწყვეტილი ადამიანები, კომფორტზე გაზრდილ მოთხოვნას და ხშირად, პატივმოყვარეობასაც იკმაყოფილებდნენ.

ოჟიემ ზედიზედ მეორე ტიტული ესპანეთში გაინაღდა

Rallying-Ogier takes his second world title
27 ოქტომბერი
ფრანგი სებასტიან ოჟიე ზედიზედ მეორედ გახდა რალიში მსოფლიოს ჩემპიონი. და ეს მან სეზონის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, ესპანეთის რალიზე გამარჯვებით მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისმა გუნდმა „ფოლკსვაგენმაც“ ზედიზედ მეორე ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა. ოღონდ, ეს წინა ეტაპზე, ავსტრალიაში შეძლო.

Sunday, October 26, 2014

„ნისანის“ შემდეგი GT-R ჰიბრიდული იქნება

Nissan Says Next GT-R R36 will be Hybrid and Look Something Like This
26 ოქტომბერი
„ნისანი“ წარმოებისთვის შემდეგი თაობის სუპერ ავტომობილ GT-R-ს ამზადებს. იაპონური კომპანიის ბრიტანული შტოს სპორტული პროგრამების შეფმა ჯეიმს ოლივერმა ჟურნალ „ტოპ გიართან“ საუბრისას დაადასტურა, რომ შემდეგი GT-R, რომელიც ამ ეტაპზე შიდასაქარხნო მეტსახელ R36-ს ატარებს, ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება. ამასთან, ის წინამორბედ R35-ზე სწრაფი იქნება.

Saturday, October 25, 2014

ორი სპორტული „ფორდ F-150“ ლას ვეგასის შოუსთვის

Ford Gives 2015 F-150 Two Different Personas for SEMA
25 ოქტომბერი
ლას ვეგასის სპეციალური ეკიპირების ბაზრის ასოციაციის (SEMA) შოუზე, „ფორდი“ თავის პოპულარულ პიკაპ F-150-ის ორ კონცეპტუალურ სპორტულ ვერსიას წარადგენს, რომლებითაც ზედიზედ მეხუთედ ეცდება „ყველაზე ცხელი პიკაპის“ საპატიო წოდების მოპოვებას. ამ ორიდან ერთი უგზოობის პირობებში ექსტრემალური მართვისთვისაა შემუშავებული, მეორე კი ნამდვილი ტრეკის მრბოლია.

„ლენდ როვერი“ „დისქავერი სპორტის“ ტემპერამენტიან ვერსიაზე ფიქრობს

Land Rover May Build Diesel-Powered High-Performance Discovery Sport Variant
23 ოქტომბერი
„ლენდ როვერი“ თავისი უახლესი ავტომობილის, „დისქავერი სპორტის“ ტემპერამენტიანი ვერსიის გამოშვებასაც აპირებს. ბრიტანულმა კომპანიამ გერმანელ პრემიუმ მწარმოებლებთან კონკურენცია მდევრის რანგში დაიწყო და ძალიან სწრაფად ვითარდება. „დისქავერი სპორტი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი უნდა გახდის. და შესაძლოა, მალე მყიდველს მისი ტემპერამენტიანი ვერსიაც შესთავაზონ.

„მაკლარენი“ 3.2 მილიონ დოლარად მხოლოდ 375-თვის

This $3.2 Million McLaren Is So Exclusive That Only 375 People Can Buy One
25 ოქტომბერი
„მაკლარენ P1“ ძალიან სწრაფი ავტომობილია - 350 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ის ერთ-ერთი უსწრაფესია იმ ავტომობილებს შორის, რომელთა ყიდვაც შესაძლებელია. მაგრამ ბრიტანული კომპანია მიღწეულს არ დასჯერდა და ამ ავტომობილის კიდევ უფრო სწრაფი ვერსია მოამზადა. უფრო სწრაფი და გაცილებით ძვირიც - P1 GTR.

Friday, October 24, 2014

„აუდი“ შეიძლება ფორმულა ერთში გადავიდეს


...ალონსო კი „აუდიში“
Audi to join F1 in 2016
24 ოქტომბერი
შესაძლოა, „აუდიმ“ შეწყვიტოს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში (WEC) გამოსვლა და ფორმულა ერთში გადაინაცვლოს. გამოცემა „ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, გერმანული კომპანიის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში 2016 წლიდან ჩაერთვება. გამძლეობაზე რბოლების და ლე მანის გარდა, „აუდი“ ასევე გერმანიის ტურინგის ჩემპიონატსაც (DTM) დატოვებს და მთელ ყურადღებას ფ1-ზე გადაიტანს.

Thursday, October 23, 2014

„ნისანი“ რომს, მადრიდს და ბარსელონას ელექტრო ტაქსით ამარაგებს

Nissan Starts Delivering Electric Taxis to Rome, Madrid and Barcelona
23 ოქტომბერი
ელექტრომობილები ტაქსის როლში მალე ევროპის დიდი ქალაქებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდება - „ნისანმა“ უკვე დაიწყო რომის და მადრიდის ტაქსოპარკებისთვის ელექტრომობილ „ლიფის“ მიწოდება, ბარსელონაში კი იმავე მისიით ელექტრულ მინივენ e-NV200-ს შეიტანს.

შუმახერის მდგომარეობა უმჯობესდება

Schumacher making 'progress' at home – doctor
23 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო ჰოსპიტალი დატოვა, მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - ამბობს მისი ერთ-ერთი ექიმი ჟან-ფრანსუა პაიენი, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს გრენობლის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მან ახლახანს მოინახულა ფ1-ის ლეგენდარული პილოტი, ვინც საკუთარ სახლში აგრძელებს რეაბილიტაციას.

Wednesday, October 22, 2014

„მაკლარენმა“ სატრეკო P1 GTR-ის კოკპიტი გვიჩვენა

Stripped-out interior of the McLaren P1 GTR revealed
22 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1-ის სატრეკო ვერსიის ინტერიერის ფოტოები გაავრცელა. P1 GTR ჯერ ისევ სრულყოფის პროცესშია და ტრეკზე ტესტებს გადის. მისი ინტერიერის ჩვენებით კი უოკინგელებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ავტომობილი მაქსიმალურადაა შემსუბუქებული და შესაბამისად, საბაზო ვერსიაზე უკეთესი მახასიათებლები ექნება.

Tuesday, October 21, 2014

„ბეემვე“ სუპერ ავტომობილის გამოშვებას არ აპირებს

BMW Supercar Not Possible Due to Lack of Resources – Report
21 ოქტომბერი
ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ „ბეემვე“ საკუთარ ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, სუპერ ავტომობილს გამოუშვებდა. მაგრამ როგორც ირკვევა, ბავარიულ კომპანიას ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნია. უფრო სწორედ, ასეთ ძვირადღირებულ საქმეში ინვესტირების სურვილი არ აქვს. ცნობისათვის, „ბეემვეს“ ასი წელი 2016 წელს შეუსრულდება.

„ფორდი“ დაგენჰემის დიზელის ახალ ძრავებს გამოუშვებს

Ford to produce a range of cleaner diesel engines at Dagenham
21 ოქტომბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ დამატებით 190 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს დაგენჰემის ქარხნის მოდერნიზაციაზე, რისი მიზანიც, ამ ქარხანში 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავების წარმოებაა. ამ ძრავებით მსუბუქი ავტომობილების გარდა, კომერციული ავტომობილებიც აღიჭურვება. ქარხნის მოდერნიზაცაში მონაწილეობას ბრიტანეთის მთავრობაც მიიღეს. შედეგად, მასში დასაქმებულთა რაოდენობა 318-ით გაიზრდება.

„რეინჯ როვერ ევოუკს“ უკვე ჩინეთშიც აწარმოებენ

Range Rover Evoque Now Made in China As Well
21 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ისტორიაში პირველი არაბრიტანული ქარხანა ჩინეთში, თავის პარტნიორთან, კომპანია „ჩერი ავტომობილთან“ ერთად გახსნა. ქარხანა ქალაქ ჩანჩუში მდებარეობს და იქ უკვე დაიწყო „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება. 2016 წლიდან კი იმავე ქარხანაში ბრიტანული კომპანია კიდევ ორი მოდელის წარმოებას დაიწყებს.

კარლოს საინს უმცროსის მომავალი გაურკვეველია

Marko yet to tell Sainz of plans for 2015
21 ოქტომბერი
შარშანდელი სეზონის შემდეგ, როცა „ტორო როსომ“ რუსი დანილ კვიატი აიყვანა, „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის კიდევ ერთმა მრბოლმა, კარლოს საინს უმცროსმა განცხადა, რომ ამ ეტაპზე, ფ1-ში გადასვლა მის გეგმებში არც შედიოდა და ნაადრევ დებიუტს, კიდევ ერთი სეზონით მოცდა ერჩივნა. ეს სეზონი მან ფორმულა „რენო“ 3.5-ში გაატარა და მის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, ჩემპიონის ტიტულიც გაინაღდა.

კუბიცა ისევ ფ1-ში დაბრუნებაზე ფიქრობს

Surgery could put Kubica return back on track
21 ოქტომბერი
რობერტ კუბიცას ისევ აქვს იმის იმედი, რომ ფორმულა ერთს დაუბრუნდება. ამისათვის პირველ რიგში, მას ტრავმირებულ ხელზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება სჭირდება, რათა მაჯის, ხელის მტევნის და იდაყვის ფუნქციები სრულად აღიდგინოს. მხოლოდ ამ ოპერაციის შემდეგ გამოჩნდება, შეძლებს თუ არა პოლონელი მრბოლი დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებას.

Monday, October 20, 2014

ავტომობილით მთვარემდე და უკან და უფრო მეტი

This Guy Covered The Distance From Earth to Moon and Back with a 1988 Mercedes G-Class
20 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცის“ G-კლასის უგზოობის ავტომობილი რომ გამძლე და საიმედ ავტომობილია, ისედაც ყველამ კარგად იცის. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, თუ ამ ავტომობილით მთელი მსოფლიოს მოვლა, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე მანძილზე 2.2-ჯერ მეტის გავლა იქნებოდა შესაძლებელი. ამ მოგზაურობაში 26 წელი გავიდოდა და ამ დროის განმავლობაში, ავტომობილი ეკიპაჟის წევრების მიერ ჩატარებულ მომსახურებას და რემონტს დასჯერდებოდა.

ჰულკენბერგი „ფორს ინდიაში“ დარჩა

Force India have confirmed Nico Hulkenberg will remain with the team in 2015
20 ოქტომბერი
„ფორს ინდიამ“ გამოაცხადა, რომ ნიკო ჰულკენბერგი მომავალ სეზონშიც მისი ბოლიდით იასპარეზებს. გუნდი გერმანელს ფ1-ში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პილოტად მოიხსენიებს. ჰულკენბერგისთვის ეს ფ1-ის კაერიერაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ზედიზედ ორ სრულ სეზონს ერთსა და იმავე გუნდში გაატარებს.

Sunday, October 19, 2014

„ფერარი 458“ წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით აღიჭურვება

Ferrari 458 to get new twin-turbo V8
19 ოქტომბერი
„ფერარი“ თავის პოპულარულ მოდელ 458-ის განახლებულ ვარიანტს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. ამ ავტომობილის მთავარი თავისებურება, წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი V8 ძრავი გახდება. და ეს იქნება პირველი ახალი ავტომობილი, რომელსაც მარანელოელები სერჯო მარკიონეს ხელმძღვანელობით გამოუშვებენ.

„ფორდი“ ევროპის ბაზარზე პლაგ-ინ ჰიბრიდებსაც შეიტანს

Ford Mulls Selling U.S.-Market Plug-In Hybrids In Europe
19 ოქტომბერი
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფორდის“ ჰიბრიდული ავტომობილები პოპულარობით სარგებლობს. და მალე ამავე ავტომობილებს ამერიკული კომპანია ევროპაშიც შეიტანს. მართალია, ევროპაში ამ ტიპის ავტომობილები პოპულარობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ადრე თუ გვიან, სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება და „ფორდს“ სურს, რომ ტრენდის შეცვლას მყარი პოზიციით დახვდეს.

Saturday, October 18, 2014

„მაზდა2“ იაპონიის საუკეთესო ავტომობილი გახდა

Mazda2 Wins Japan's Car of the Year Beating Mercedes C-Class and BMW i3
18 ოქტომბერი
„მაზდას“ სუბკომპაქტურმა ჰეჩბეკმა „დემიომ“, რომელიც ევროპაში „მაზდა2-ის“ სახელით იყიდება, იაპონიის 2014-2015 წლების საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. კონკურსის ბოლო ეტაპზე, მან „მერსედეს-ბენცის“ C-კლასის სედანს 19 ქულით აჯობა. ეს ბოლო სამ წელიწადში „მაზდას“ მეორე ავტომობილია, რომელმაც იაპონიის საუკეთესოს წოდება მოიპოვა - 2012-2013 წლებში მსგავსი აღიარება უგზოობის CX-5-მა მიიღო.

„ლენდ როვერმა“ „დისქავერი სპორტის“ წარმოება დაიწყო

Land Rover Hands Over First Discovery Sport Produced to Virgin Galactic
18 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუზე დებიუტიდან ორი კვირის შემდეგ, „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ჰელივუდის ქარხანაში, უახლესი „დისქავერი სპორტის“ წარმოება დაიწყო. ეს პრემიერა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც შემდგომ ხუთ წელიწადში, ბაზარზე 50 მნიშვნელოვან აქციას, მათ შორის, ახალი ავტომობილების წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.

Friday, October 17, 2014

ბატონი შესაძლოა „პორშეში“ გადავიდეს

Button may join Porsche in the WEC
17 ოქტომბერი
არაა გამორიცხული, რომ ჯენსონ ბატონი ფორმულა ერთში თავის ბოლო სეზონს ატარებს. მაგრამ მისი მრბოლის კარიერა ამით არ დასრულდება. პადოკში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი მოლაპარაკებას „პორშეს“ LMP1 პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირების, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. და არაა გამორიცხული, რომ ის მარკ ვებერის გზას გაჰყვეს, რომელიც ამ სეზონიდან სწორედ „პორშესთან“ ერთად მონაწილეობს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში.

Thursday, October 16, 2014

„ლამბორგინიმ“ ათ თვეში 3 000 ცალი „ურაკანი“ გაჰყიდა

Lamborghini Sold 3,000 Huracán Sports Cars in Just 10 Months
16 ოქტომბერი
„ლამბორგინის“ უახლესი ავტომობილი „ურაკანი“ დებიუტისთანავე ნამდვილი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. იტალიურმა კომპანიამ გაყიდვების დაწყებიდან პირველ ათ თვეში ის 3 000 ცალი გაჰყიდა. აქედან მარტო აშშ-ში 1000 ცალი „ურაკანია“ გაყიდული. შედარებისთვის, შარშან სანტ’აგატა ბოლონეზელებმა 2 121 ავტომობილის რეალიზება შესძლეს.

„სიტროენი“ უგზოობის სტილის C1-ის გამოშვებასაც აპირებს

Citroen mulls production of SUV-styled C1
16 ოქტომბერი
„სიტროენის“ მთავარი აღმასრულებელი ლინდა ჯეკსონი აცხადებს, რომ თუ პარიზის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტუალურ პატარა ქროსოვერ „C1 ურბან რაიდზე“ კარგ გამოხმაურებას მიიღებს, მას სერიულადაც გამოუშვებს. პოტენციური მყიდველის აზრის შესასწავლად, ფრანგულმა კომპანიამ თავისი სტენდის დამთვალიერებლებს შესაბამისი კითხვა დაახვედრა. შოუ 19 ოქტომბერს დასრულდება.

სრულიად ახალი „ფორდ S-მაქსი“ პარიზში

2015 Ford S-Max Is a Posh Family Hauler
16 ოქტომბერი
ახალი „მუსტანგისა“ და „მონდეოს“ გარდა, „ფორდმა“ პარიზის მოტორ შოუზე კიდევ ერთი ახალი ავტომობილი - მეორე თაობის მრავალმხრივი დანიშნულების (მინივენი) „S-მაქსი“ წარადგინა. პირველი, რაც ამ ავტომობილის ნახვისას იქცევს ყურადღებას, მისი გლუბი, სპორტული პროფილია. გარდა ამისა, ის კომფორტითაც გამოირჩევა, ეკიპირების მრავალფეროვნებითაც და ძალიან ეფექტური ძრავებითაც.

Wednesday, October 15, 2014

ბატონი მაგნუსენის მომავალზე დარდობს

Button worried about rookie Magnussen's future
15 ოქტომბერი
ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელის, კევინ მაგნუსენის მომავალი აფიქრებს. როგორც ცნობილია, „მაკლარენს“ ჯერ არ გადაუწყვეტია, მომავალი სეზონისთვის რომელ პილოტებზე გააკეთოს არჩევანი. საბოლოო გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება უოკინგელებსა და ფერნანდო ალონსოს შორის.

„სუზუკი“ უნგრულ ქარხანას ახალი მოდელებისთვის ამზადებს

Suzuki cuts output at Hungary plant ahead of model changeover
15 ოქტომბერი
„სუზუკის“ უნგრულმა ქარხანამ წარმოების მოცულობა დროებით შეამცირა, რათა მისი ხაზები, ახალი მოდელების წარმოებისთვის მოამზადოს. ესტერგომის (ჩრდილო დასავლეთი უნგრეთი) ქარხანა შემცირებული სიმძლავრით წლის ბოლომდე გააგრძელებს მუშაობას. როგორც იაპონური კომპანიის პრეს მდივანი ვიკტორია რუშკა აცხადებს, ამ პერიოდში, ქარხანა ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთ ცვლაში იმუშავებს, თუმცა ამის მიუხედავად, დაგეგმილ 150 000 ავტომობილს მაინც გამოუშვებს.

მატეშიცი ვერნის „ტორო როსოში“ დატოვებას აპირებს

Mateschitz hints Vergne to keep Toro Rosso seat
15 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც „რედ ბულმა“ სებასტიან ფეტელის ადგილზე „ტორო როსოდან“ დანილ კვიატი მიიწვია, იტალიურ გუნდში ადგილი გათავისუფლდა, რომლის დაკავების რეალური შანსიც მის ახლანდელ პილოტ ჟან-ერიკ ვერნს აქვს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, 24 წლის ფრანგის ადგილზე „ტორო როსომ“ ჰოლანდიელი თინეიჯერი მაქს ფერსტაპენი აიყვანა ს ისე ჩანდა, რომ ვერნს სხვა გუნდში ან სერიაში უნდა ეძებნა ადგილი.

Tuesday, October 14, 2014

როსბერგის მეორე უსწრაფესი დრო 51 წრეზე ნაცვეთი საბურავებით

Rosberg sets second-fastest lap on 51-lap old tyres
14 ოქტომბერი
სოჭის რბოლისას, ნიკო როსბერგმა ერთი უცნაური რეკორდი დაამყარა. მას შემდგ, რაც პირველივე წრეზე, საბურავების შეცვლამ მოუწია, რბოლის ბოლომდე ეს კომპლექტი აღარც გამოუცვლია. მაგრამ გუნდს და პილოტს მცირედაც არ შეპარვიათ ეჭვი იმაში, რომ საბურავები ბოლომდე გაძლებდა. ეგ კი არა, რეგლამენტით რბოლაში ორი ტიპის რეზინის გამოყენება სავალდებულო რომ არ იყოს, გერმანელი მრბოლი ერთ პიტსტოპსაც კი არ შეასრულებდა.

ამერიკაში ფეტელი მეექვსე ძრავს გამოიყენებს

Christian Horner says Sebastian Vettel grid penalty likely in Austin
14 ოქტომბერი
„რედ ბულის“ ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ამერიკულ ეტაპზე სებასტიან ფეტელს ძრავის შეცვლა და შესაბამისად, სასტარტო რიგში უკან დაწევა მოუწევს. მისი თქმით, მეხუთე ძრავმა, რომლითაც ფეტელმა სოჭში იასპარეზა, ამოწურა თავისი რესურსი და ის კიდევ ერთ სარბოლო უიკენდს ვერ გაუძლებს.

Monday, October 13, 2014

„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ - დებიუტი პარიზში

Range Rover Sport SVR Brings Its Supercharged V8 to Paris
13 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ პარიზის მოტორ შოუზე, თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი - „რეინჯ როვერ სპორტ SVR“ წარადგინა. ამ ავტომობილის პირველი ჩვენება ზაფხულის მიწურულს, პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე შედგა, მანამდე კი ავტომობილმა თავის კლასში ნურბურგრინგის წრის რეკორდი დაამყარა. პარიზში ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

სუპერ ძანარდი

Alex Zanardi Finishes 140-Mile Triathlon Using Only His Arms
12 ოქტომბერი
ავტოსპორტის და საერთოდ, სპორტის ლეგენდამ, იტალიელმა ალექს ძანარდიმ თავის სახელოვან კარიერას კიდევ ერთი მიღწევა შემატა. მან წარამტებით დაძლია ჰავაის ტრიატლონის 226.255-კილომეტრიანი დისტანცია, რომელიც მთლიანად ხელის ძალით განვლო. დისტანციის გავლას მან 9 საათი და 47:14 წუთი მოანდომა და 2 187 მონწილეს შორის, 272-ე ადგილი დაიკავა.

Sunday, October 12, 2014

„მერსედეს AMG-მ“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვადამდე მოიპოვა

Motor racing-Hamilton wins as Mercedes take constructors' title
12 ოქტომბერი
„მერსედესმა“ პირველად მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი, რომელიც სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, სოჭის რბოლის შემდეგ მოხდა. საწყენია ერთი დამთხვევა: თუ ადრე, ვერცხლისფერი ისრების ეპოქაში (1930-იანი წლების მიწურულს), შტუტგარტული კომპანიის გუნდი მილოცვებს ადოლფ ჰიტლერისგან ღებულობდა, ფ1-ის პირველი ტიტულის მილოცვა თანამედროვე ტირანისგან მიიღო. ალბათ მიხვდით, ვისგანაც...

Saturday, October 11, 2014

ოდნავ სახეშეცვლილი „ფორდ C-მაქსის“ პრემიერა პარიზში

New style and tech for facelifted Ford C-Max
11 ოქტომბერი
მეორე თაობის კომპაქტურ მინვენ „C-მაქსს“ „ფორდმა“ რიგი მოდიფიკაციები ჩაუტარა და იერშეცვლილი სახით, პარიზის მოტორ შოუზე პირველად წარადგინა. განახლებული ავტომობილი გარეგნულად თავის „თანატოლ“ ჰეჩბეკ „ფოკუსს დაემსგავსა და სტილის გარდა, მას შასი და ძრავების გამაც განუახლდა. გარეგნობაში მთავარი სიახლე, ტრაპეციის ფორმის რადიატორის ცხაურია, მასთან ერთად, წინა ფარებიც და კაპოტიც.

ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი შეიძლება შერბილდეს

Engine unfreeze for 2015 passes Strategy Group vote
10 ოქტომბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი გაუქმდეს და გუნდებმა სეზონის მსვლელობისას, თავიანთი აგრეგატების სრულყოფის უფლება მიიღონ. როგორც „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, ამ წესის შეცვლისთვის აუცილებელი ხმების უმრავლესობა პრაქტიკულად გარანტირებულია, რადგან 11-დან ექვსი გუნდი ცვლილებას ემხრობა.

ჰამილტონი სოჭის რბოლის პოულზე

Hamilton pips Rosberg to pole in Russia
11 ოქტომბერი
სოჭის უახლესი ტრეკის პირველი საკვალიფიკაციო რბოლა ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა ამ სეზონში მეშვიდე, კარიერაში კი 38-ე კვალიფიკაცია მოიგო. თუმცა რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ უფრო უკეთესი დროის ჩვენებაც შესაძლებელი იყო.

Friday, October 10, 2014

ფორმულა ერთი ქართულ მიწას ეწვია

Motor racing-Hamilton quickest in Russian practice
10 ოქტომბერი
გინდათ ისე თქვით, გინდათ ასე - სოჭი ძველ ქართული მიწაა და ამ მიწაზე მალე ფორმულა ერთის პირველი რბოლა ჩატარდება. როგორც ყოველთვის, პარასკევს თავისუფალი პრაქტიკები იყო და როგორც (ამ სეზონში) ყოველთვის, ყველაზე სწრაფები „მერსედესის“ პილოტები იყვნენ.

„ფერარი 458 სპეჩალე აპერტა“ პარიზში

New Ferrari 458 Speciale A revealed at the Paris motor show
10 ოქტომბერი
მარანელოელებმა თავიანთ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ღია საგზაო ავტომობილი - „ფერარი 458 სპეჩალე აპერტა“ პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. სახელში სიტყვა „აპერტა“ ღიას ნიშნავს. ამ ავტომობილს, „ლაფერარის“ მსგავსად, „ფერარი“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 499 ცალს გამოუშვებს. ის იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც მოძრაობაში კუპე „458 სპეჩალე“ მოჰყავს.

Thursday, October 9, 2014

ფ1-ის პილოტები დახურულ ბოლიდებს განიხილავენ

Alonso and others open to closed cockpit idea, notes how close to death he came at Spa 2012
9 ოქტომბერი
იაპონიის დიდ პრიზზე ფრანგი ჟიულ ბიანკის მძიმედ დაშავების შემდეგ, ფორმულა ერთის პილოტები დახურული კოკპიტების საკითხს განიხილავენ. მათი ნაწილი მომხრეა იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი კოკპიტები გამოსცადონ. ყველა მათგან თანხმდება იმაზე, რომ ამ ეტაპზე, ფ1-ის მანქანის ყველაზე დაუცველი ადგილი, მისი ღია კოკპიტია. შესაბამისად, ფ1-ის და ღიაბორბლიანი სარბოლო ავტომობილების სხვა სერიების მრბოლები ყველაზე ხშირად თავის ტრავმას ღებულობენ.