Vettel masterminded massive Ferrari deal
5 ოქტომბერი
იაპონიის დიდი პრიზის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე,
სებასტიან ფეტელმა „რედ ბულიდან“ მისი წასვლის და „ფერარიში“ გადასვლის გარიგების
შესახებ ილაპარაკა. მან ისიც გვამცნო, რომ „ფერარი“ და ფერნანდო ალონსო შორდებიან
(ეს აქამდე ოფიცალურად დაუდასტურებელი იყო) და რომ იტალიურ გუნდთან გარიგებას
ფაქტობრივად მარტომ, მენეჯერის გარეშე მიაღწია.
როგორც ბრიტანული გაზეთები წერენ, ფეტელსა და „ფერარის“
შორის არნახულად სარფიანი გარიგება შედგა, რომლის ძალითაც, მსოფლიოს ოთხგზის
ჩემპიონი სეზონში 80 მილიონ დოლარს მიიღებს. ასეთი ხელფასი კი ფ1-ის ისტორიაში
ადრე არავის, თვით მიხაელ შუმახერსაც კი არ ჰქონია!
კითხვაზე, როგორ ახერხებს მარტო საკუთარი საქმეების
წარმოებას, ფეტელი პასუხობს: „თავი და ტვინი ამისთვის მაქვს. ისე კი, რეალურად
მარტო არც ვარ, ამაში მეგობარი მეხმარება, ვისთანაც მცირე კონსულტაციები მაქვს
ხოლმე. რა თქმა უნდა, რჩევებს იურისტისგანაც ვღებულობ. მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ დიდი
ვარ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება თავად მივიღო“, - განაცხადა 27 წლის გერმანელმა.
მანვე
ხაზი გაუსვა იმას, რომ „რედ ბული“ იმ პრობლემების გამო არ დაუტოვებია, რომელთა
გამოც ტიტულის დასაცავად ბრძოლა ვერ შეძლო. ფეტელის თქმით, მას ახალი გამოწვევა
სჭირდებოდა, რისი საუკეთესო შანსიც „ფერარიში“ ექნება: „შინაგანი ხმა მეუბნებოდა,
რომ რაღაც ახლის დროა. ვფიქრობ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა, თუმცა, გადაწყვეტილების
მიღება იოლი არ ყოფილა“.
No comments:
Post a Comment