New Ferrari 458 Speciale A revealed at the Paris
motor show
10 ოქტომბერი
მარანელოელებმა თავიანთ ისტორიაში ყველაზე მძლავრი
ღია საგზაო ავტომობილი - „ფერარი 458 სპეჩალე აპერტა“ პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენეს.
სახელში სიტყვა „აპერტა“ ღიას ნიშნავს. ამ ავტომობილს, „ლაფერარის“ მსგავსად, „ფერარი“
ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 499 ცალს გამოუშვებს. ის იმავე ძრავითაა
აღჭურვილი, რომელსაც მოძრაობაში კუპე „458 სპეჩალე“ მოჰყავს.
ესაა 4.5-ლიტრიანი V8, რომლის მაქსიმალური
სიმძლავრე 597 ცხენის ძალას აღწევს (9000 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი
კი 540 ნიუტონმეტრია (6000 ბრ/წთ-ზე). ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით
დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ამ წყვილის
დახმარებით, „458 სპეჩალე აპერტას“ ადგილიდან ასის აკრეფა 3.0 წამში შეუძლია, ზუსტად
იმდენში, რაც კუპე ვერსიას. ორასის აკრეფას კი 9.5 წამში ასწრებს.
პარიზში „ფერარის“ თავისი დებიუტანტის მაქსიმალური
სიჩქარე არ გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ კუპე ვერსიის მაქსიმუმ 325 კმ/სთ-ია.
ასევე „ფერარი“ აცხადებს, რომ „აპერტამ“ ფიორანოს ტრეკზე ერთი წრე 1 წუთსა და 23.5
წამში გაიარა, ეს კი ის დროა, რომელიც ამავე წრის გასავლელად კუპეს სჭირდება.
ავტომობილი ერთი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში 275 გრამ ნახშირორჟანგს
გამოჰყოფს.
„458 სპეჩალე აპერტას“ წონა 1340 კილოგრამია. მისი
დასაკეცი სახურავი ალუმინისგან დამზადებული. სპეციალურად შემუშავებული მექანიზმი,
მის დაკეცვას და გაშლას 14 წამს ანდომებს. კონსტრუქციაი ალუმინის უხვად გამოყენების
წყალობით, „აპერტამ“ კუპესთან შედარებით წონაში მხოლოდ 50 კილოგრამი მოიმატა -
კუპეს წონა 1290 კილოგრამია.
ყველაფერთან ერთად, „458 სპეჩალე აპერტა“ „ფერარის“
ისტორიაში, აეროდინამიკურად ყველაზე დახვეწილი ღია ავტომობილიცაა. მას აქვს წინა
და უკანა აქტიური აეროდინამიკური ელემენტები აქვს. შასის სტრუქტურაში, ალუმინის
ათი სხვადასხვა შენადნობია გამოყენებული. ავტომობილს ემსახურება სისტემა „საიდ
სლირ ენგლ კონტროლი“ (SSC), რომელიც პირველად კუპე „458 სპეჩალეზე“ გამოიყენეს. ეს
სისტემა თავის თავზე იღებს გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალის მართვას, როცა
ავტომობილი სარბოლო რეჟიმზე გადადის.
პარიზში „458 სპეჩალე აპერტას“ ფასზე არაფერი
თქმულა, მაგრამ მისი გამოთვლა, 458-ის სხვა ვერსიების ფასებს შორის სხვაობის
მიხედვით შეიძლება. მაგალითად, „458 სპეჩალე“ 208 000 გირვანქა სტერლინგი ღირს,
ანუ სტანდარტულ 458-ზე თითქმის 30 000 გირვანქა სტერლინგით მეტი. შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ „458 სპეჩალე აპერტა“, „458 სპაიდრზე“ თითქმის იმდენივეთი ძვირი
ეღირება, ანუ დაახლოებით 228 000 გირვანქა სტერლინგი.
No comments:
Post a Comment