New Venturi America is a Quirky Electric Buggy
with 401HP
4 ოქტომბერი
ელექტრომობილების მწარმოებელმა მონეგასკურმა კომპანია
„ვენტურიმ“ პარიზის მოტორ შოუზე თავისი ბაგის სტილის ელექტრომობილის, „ამერიკას“
ახალი ვერსია წარადგინა, რომლის განკარგულებაშიც 407 ცხენის ძალაა. „ვენტურის“ ადრე
არაერთი კონცეპტუალური მოდელი შეუქმნია, ახლახანს კი საყოველთაო ცნობადობა მოიპოვა
მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩაერთო ფორმულა E-ს კამპანიაში, სადაც მისი პარტნიორი,
ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიოა.
„ამერიკა“ იმ ავტომობილის მოდიფიცირებული ვერსიაა,
რომელიც 2012 წელს გაგვაცნეს. ახლახანს მას კლირენსი გაუზარდეს, რის შემდეგაც, ის
ორადგილიანი ქროსოვერის სახით წარმოგვიდგა. „ამერიკა“ ერთდროულად სპორტული კუპეს
შთაბეჭდილებასაც ტოვებს და ბაგისაც. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 125 მილიმეტრი, სიგან
2 060 მილიმეტრი, სიმაღლე 1 450 მილიმეტრი. გზისგან დაშორება 280 მილიმეტრია.
უკანა ამძრავიანი ავტომობილი კევლარისა და ალუმინისგან
შეკრულ მსუბუქ სივრცულ სტრუქტურას ეყრდნობა, ძარა კი კარბონს კომპოზიტის ნაწარმია.
მსუბუქი მასალების გამოყენების მიუხედავად, „ამერიკა“ მაინც საკმაოდ მძიმეა - 1 525
კილოგრამს იწონის, რაც ლითიუმ იონ პოლიმერული ელემენტების ზორბა ბლოკის „დამსახურებაა“.
ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან წინები 255/45, უკანები კი 275/45
ზომის საბურავებითაა შემოსილი.
„ამერიკას“ ახალი ვერსია მძლავრი სამფაზიანი ელექტრო
ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 407 ცხენის ძალას და 480 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი
მხოლოდ უკანა წამყვან ბორბლებს ატრიალებს. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან
ასის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, ორასს კი 14.0 წამში აღწევს, რის შემდეგაც
მალევეა მაქსიმალური სიჩქარეც - 220 კმ/სთ. ელემენტების ბლოკის ტევადობა 53 კილოვატსაათია,
რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით 250 კილომეტრის
გავლა შეძლოს. ცარიელი ელემენტების დამუხტვას 3.5 საათი სჭირდება.
„ვენტური“ მხოლოდ 25 ცალი „ამერიკას“ დამზადბას
აპირებს. კომპანიას ფასი ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა გავრცელებული
ინფორმაციით, ელექტრული ბაგი 290 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება. კომპანია ამ
ავტომობილს ლე მანის საწარმოში გამოუშვებს. მასზე შეკვეთების მიღებას კი მაისში,
მონაკოს დიდი პრიზის და ფორმულა E-ს ეტაპის დღეებში დაიწყებს.
No comments:
Post a Comment