Saturday, October 25, 2014

„მაკლარენი“ 3.2 მილიონ დოლარად მხოლოდ 375-თვის

This $3.2 Million McLaren Is So Exclusive That Only 375 People Can Buy One
25 ოქტომბერი
„მაკლარენ P1“ ძალიან სწრაფი ავტომობილია - 350 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ის ერთ-ერთი უსწრაფესია იმ ავტომობილებს შორის, რომელთა ყიდვაც შესაძლებელია. მაგრამ ბრიტანული კომპანია მიღწეულს არ დასჯერდა და ამ ავტომობილის კიდევ უფრო სწრაფი ვერსია მოამზადა. უფრო სწრაფი და გაცილებით ძვირიც - P1 GTR.
ეს სპეციალური, სატრეკო ვერსიაა და გარდა იმისა, რომ სტანდარტულ ვერსიაზე დაახლოებით 2.0 მილიონი დოლარით ძვირი ღირს, მისი შეძენის საშუალება მხოლოდ „მაკლარენის“ ერთგულ, მხოლოდ 375 ადამიანს (რა თქმა უნდა, ძალიან მდიდარს) მიეცემა. ეს ის რჩეულები არიან, ვინც უკვე ფლობს „მაკლარენ P1-ს“.
მაინც რა აქვს ამ ავტომობილს ისეთი, რომ 1.2 მილიონ დოლარად ღირებულ P1-ზე 2.0 მილიონით ძვირი ღირს? არც ისე ბევრი ცხენის ძალებით მეტს განკარგავს, შემსუბუქებულია, განსხვავებული კოკპიტი აქვს... მაგრამ ეს საკმარისი არაა. სამაგიეროდ, მის მყიდველს სპეციალურ ტრენინგებს პირდებიან. გარდა ამისა, ამ ავტომობილის მფლობელს, ყოველ სეზონში ექვს გამორჩეულ ტრეკზე მოემსახურებიან ისე, როგორც სარბოლო საჯინიბო თავის პილოტს ემსახურება. და ტრეკზეც ავტომობილს თავად კომპანია მიიყვანს. მოკლედ, თვით ავტომობილთან ერთად, მთელი ეს სერვისი 3.2 მილიონ დოლარად არის შეფასებული!
375 კი ის რიცხვია, რამდენიც სტანდარტული P1 გაიყიდა. ყველა მათგანს, მისი ავტომობილის GTR-ად გადაკეთებას შესთავაზებენ. ოღონდ, აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს - P1 GTR საგზაო ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება...

No comments:

Post a Comment