დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 16, 2014

„ლამბორგინიმ“ ათ თვეში 3 000 ცალი „ურაკანი“ გაჰყიდა

Lamborghini Sold 3,000 Huracán Sports Cars in Just 10 Months
16 ოქტომბერი
„ლამბორგინის“ უახლესი ავტომობილი „ურაკანი“ დებიუტისთანავე ნამდვილი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. იტალიურმა კომპანიამ გაყიდვების დაწყებიდან პირველ ათ თვეში ის 3 000 ცალი გაჰყიდა. აქედან მარტო აშშ-ში 1000 ცალი „ურაკანია“ გაყიდული. შედარებისთვის, შარშან სანტ’აგატა ბოლონეზელებმა 2 121 ავტომობილის რეალიზება შესძლეს.
„ურაკანის“ პოპულარობის წყალობით, „ლამბორგინი“ ალბათ წლიური გაყიდვების საკუთარ რეკორდს დაამყარებს. კომპანია წელს 3 600 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. როგორც „ლამბორგინი“ აცხადებს, ახალი მოდელის გამოშვების გარდა, გაყიდვების ზრდას მარკეტინგული გააქტიურებაც იწვევს.
„ამერიკის ბაზარზე ჩვენ პარტნიორ დილერებთან ერთად ვმუშაობთ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ახალი პროფუქტების ბაზარზე გაშვებისას, ახალ პერსპექტივებს შეგვიქმნის. ამის შედეგად, ჩვენ მიღწევების ახალ ისტორიას შევქმნით. მაგალითად, როცა ბაზარზე „ურაკანი“ გამოვიდა, მას მყიდველი უკვე მოუთმენლად ელოდა. ამას კი სწორედ მიზნობრივი ღონისძიებებით მივაღწიეთ“, - ამბობს „ლამბორგინის“ მთავარი საოპერაციო მმართველი ალესანდრო ფარმეში.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ „ურაკანს“ თავისუფლად შეუძლია თავის წინამორბედ „გალარდოს“ გაყიდვების მიღწევების დაჩრდილვა. ეს კი ამჟამად კომპანიის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი „ლამბოა“. იტალიურმა კომპანიამ ათ წელიწადში სულ 14 022 ცალი „გალარდო“ გაჰყიდა. „ურაკანს“ კი პირველი ათი თვის მონაცემებით, „გალარდოს“ მიღწევების გასაუმჯობესებლად, გაცილებით ნაკლები დრო ეყოფა.

No comments:

Post a Comment