Monday, September 1, 2014

„რენო RS 01“ ახალი მონო სერიის გლადიატორი

Renault's New RS 01 Racer with 500+HP Engine from Nissan GT-R
1 სექტემბერი
„რენომ“ ახალი სარბოლო ავტომობილი, RS 01 შექმნა, რომლითაც „რენოს“ მსოფლიო სერიაში, „რენო სპორტ ტროფის“ ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან იასპარეზებს. ახალი კლასი მოიაზრება, როგორც მოსამზადებელი ეტაპი GT კლასისა და გამძლეობაზე რბოლებში გადასასვლელად. „რენო სპორტ ტექნოლოჯიზის“ მთავარ აღმასრულებელ პატრის რატის თქმით, ეს ავტომობილი არის კონცეპტ „დიზირის“ სიკოხტავისა და სარბოლო ფორმულა „რენო“ 3.5-ის ნაზავი.
„რენო RS 01“ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ სტრუქტურას ეყრდნობა. მის ბაზაში მოთავსებულია ძრავი, რომელიც 500 ცხენის ძალაზე მეტს იძლევა. ავტომობილს შთამბეჭდავი პროპორციები აქვს - მისი სიგანე 2000 მილიმეტრია, სიმაღლე კი - მხოლოდ 1116 მილიმეტრი. ავტომობილს წინ და უკან შუქდიოდური ფარები ამშვენებს, რადიატორის ფსევდ ცხაურზე კომპანიის ზრბა ლოგო განლაგდა, უკან კი დიდი ანტი ფრთა და დიფუზორი. ამასთან, გვერდებზე თითო დიდი ჰაერის ამღებია მოთავსებული.
„რენო RS 01-ს“ რთული აეროდინამიკა აქვს, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტები ემსახურება. როგორც რატი ირწმუნება, ჩაჭიდების მხრივ, ეს ავტომობილი GT3 კლასის სარბოლო ავტომობილზე უკეთესია, მისი აეროდინამიკა კი DTM-ის სარბოლო ავტომობილის დონეზეა. მისი ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი კი ფორმულა „რენო“ 3.5-ისას უტოლდება.
რაც შეეხება ძრავს, ესაა „ნისმოს“ მიერ „ნისან GT-R-ის“ ბაზაზე შექმნლი 3.8-ლიტრიანი V6, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 500 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონმეტრზე მეტს გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია კომპანია „სადევის“ წარმოების 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილი, რომელიც 1100 კილოგრამს იწონის, 300 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებს.

„რენო RS 01“ კარბონ კერამიკული მუხრუჭებით და „მიშლენის“ წარმოების სპეციალური საბურავებითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, მის ეკიპირებაში შედის საჭის დასაკეცი ღერძი, რომელიც წინიდან შეჯახებისას, პილოტს ტრავმისგან იცავს, ექვსწერტილოვანი ღვედები და სისტემა Hans-ი, რომელიც პილოტის ჩაფხუტზე მაგრდება და მის კისერს იცავს.

No comments:

Post a Comment