Tuesday, September 16, 2014

FIA-მ ფ1-ის ახალი კალენდარი გამოაქვეყნა

FIA announces 20-grand prix 2015 Formula 1 schedule
16 სექტემბერი
ახალი კალენდრის წინასწარი ვერსია ჯერ კიდევ იტალიის დიდი პრიზის დღეებში დაურიგდათ გუნდებს, ახლახანს კი პეკინში გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, მის რატიფიკაციას დაუჭირა მხარი. ახალი კალენდარი 20 ეტაპს მოიცავს და მასში ამ სეზონის რბოლების გარდა, მექსიკური ეტაპიც გამოჩნდა. სამაგიეროდ, კვლავ თამაშგარეთაა ინდური რბოლა, კორეულ ეტაპს კი როგორც ჩანს, ფ1-ში დაბრუნება აღარ უწერია.
ყველა ის ეტაპი, რომლებიც წლევანდელ კალენდარში შედის, ახალ კალენდარშიც თითქმის იმავე თანმიმდევრობით განლაგდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მექსიკური ეტაპი ტექსასურის შემდეგ, ერთკვირიანი ინტერვალით განლაგდა. შეგახსენებთ, რომ მექსიკაში ფ1-ის რბოლა უკვე 23 წელია, არ გამართულა.
ახალ სეზონსაც ავსტრალიური ეტაპი გახსნის და აბუ დაბისა კი - დაასრულებს.
ევროპული ეტაპები კვლავ ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება. ევროპულ სეზონს ბარსელონას რბოლა გახსნის და მონცა დაასრულებს. ზაფხულის არდადგები ისევ უნგრეთის შემდეგ, ერთი თვე გასტანს, სეზონი კი სპა ფრანკორშანზე განახლდება.

ფ1-ის 2015 წლის სეზონოსი კალენდარი
15 მარტი - ავსტრალია
29 მარტი - მალაიზია
5 აპრილი - ბაჰრეინი
19 აპრილი - ჩინეთი
10 მაისი - ესპანეთი
24 მაისი - მონაკო
7 ივნისი - კანადა
21 ივნისი - ავსტრია
5 ივლისი - ბრიტანეთი
19 ივლისი - გერმანია
26 ივლისი - უნგრეთი
23 აგვისტო - ბელგია
6 სექტემბერი - იტალია
20 სექტემბერი - სინგაპური
27 სექტემბერი - იაპონია
11 ოქტომბერი - სოჭი
25 ოქტომბერი - აშშ
1 ნოემბერი - მექსიკა
15 ნოემბერი - ბრაზილია
29 ნოემბერი - აბუ დაბი

No comments:

Post a Comment