დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 9, 2014

„ფორდ გრინ ზონი“ - უფრო მწვანე გარემოსთვის

Ford и Nokia научат гибриды отключать ДВС в «зеленых зонах»
9 სექტემბერი
„ფორდი“ და ტელეკომუნიკაციების გიგანტი „ნოკია“ ერთობლივად შეიმუშავებენ უახლეს სისტემას, რომელიც ჰიბრიდული მოდელებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი დახმარებით, მძღოლს იმის შესაძლებლობა ექნება, რომ წინასწარ აირჩიოს ადგილები, სადაც მისი ავტომობილის ჰიბრიდული სისტემის შიდაწვის ძრავი თავისით გაითიშება და ავტომობილი ელექტრო ძრავის დახმარებით ივლის.
როგორც გამოცემა „ავტომოტივ ნიუსი“ იტყობინება, სისტემა სახელად „გრინ ზონი“ წინასწარ განსაზღვრული „მწვანე ზონების“ შესაბამისად, სანავიგაციო სისტემის დახმარებით, ჰიბრიდული აგრეგატის მართვას ავტომატურ წარმართავს. ამასთან, უფრო ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში დაგეხმარებათ, რა დროსაც, საგზაო პირობებს, ამინდს და რელიეფსაც გაითვალისწინებს.
როგორც „ფორდის“ კავშირის სისტემების და საშუალებების განყოფილების შეფი იოჰანს კრისტინსონი ამბობს, ახალი სისტემა ჯერ მხოლოდ კვლევის და შესწავლის ეტაპზეა და პარტნიორებს რამდენიმე წელი დასჭირდებათ იმისათვის, რომ მისი სრულყოფა და სერიულ წარმოებაში დანერგვა შეძლონ. ის დასძენს, რომ მომავალში, სისტემა საგზაო ტრეფიკსაც გაითვალისწინებს და საცობების შემთხვევაში, ავტომობილს ელექტრულ ძრავით მოძრაობაზე გადართავს.
ცნობილია, რომ „ფორდი“ 2018 წელს „ტოიოტა პრიუსის“ კონკურენტ ავტომობილს გამოუშვებს. ეს ავტომობილი პროექტირების საწყის ეტაპზევე, მხოლოდ ჰიბრიდული აგრეგატის გამოყენებისთვის იქნება გამიზნული. მის ბაზისად ცისფერი ოვალის ინჟინრები შემდეგი თაობის „ფორდ ფოკუსის“ პლატფორმას გამოიყენებენ, რომელსაც საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარდება.

No comments:

Post a Comment