New Small Car with Big Name: Opel Presents Karl
11 სექტემბერი
"ოპელის" ფოტო ტიზერი: კარლი (წითელი), ადამი (ყვითელი) და კორსა |
„ოპელმა“ თავისი უახლესი ავტომობილის, საბიუჯეტო
ჰეჩბეკის სახელი გაგვაცნ, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე
გაიმართება. პატარა ხუთკარიან ავტომობილს „კარლი“ ჰქვია, კომპანიის დამაარსებლის,
ადამ ოპელის უფროსი შვილის სახელი. „კარლი მოკლე, ცოცხალი და მიმზიდველი სახელია,
რომელიც ოპელის ბრენდის ფასეულობებს - გერმანულ წარმომავლობას, ემოციურობას და
ხელმისაწვდომობას წარმოგიდგენთ“, - ამბობს „ოპელის“ მარკეტინგის უფროსი მოხელე
ტინა მიულერი.
ბოლო 30 თვეში ეს უკვე მესამე პატარა ავტომობილია, „ადამის“
და ახალი თაობის „კორსას“ შემდეგ. ამგვარად, გერმანულ კომპანიას თავის ისტორიაში, მცირე
და სუბკომპაქტურ კლასში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეთავაზების პორტფელი
ჩამოუყალიბდება. ამ სამი ავტომობილით, „ოპელი“ მყიდველთა ყველანაირი მოთხოვნის
დაკმაყოფილებას შეძლებს.
„პატარების“ სამეულიდან, ყველაზე დიდი „კორსაა“,
რომლის სიგრძეც 4.0 მეტრს აღწევს. ამ ავტომობილის ხუთკარიანი ვერსია, ოჯახზე
ორიენტირებულ მყიდველს შესანიშნავ კომფორტს, ასევე ექსტერიერის ზომებსა და
ინტერიერის სივრცეს შორის კარგ ბალანსს სთავაზობს. სამკარიანი კი უფრო სპორტული,
კუპეს ტიპის ხასიათით გამოირჩევა. „ადამი“ უფრო პატარაა - სიგრძეში მხოლოდ 3.7 მეტრი.
ეს სამკარიანი ავტომობილი ინდივიდუალიზაციის მაღალი ხარისხით, დინამიურობით, კავშირის
შესანიშნავი უნარით გამოირჩევა.“კარლი“ უფრო მოკლე იქნება - 3.68 მეტრი, ოღონდ ხუთი
კარით და ხუთი ადგილით და კომპანიის გამაში, საწყისი დონის შეთავაზება იქნება.
რაც შეეხება სახელ კარლს, ის „ოპელის“ დამაარსებელ
ადამ ოპელის უფროსი შვილის სახელია. სულ ადამს ხუთი შვილი ჰყავდა (ასაკის კლების
შესაბამისად) - კარლი, ვილჰელმი, ჰაინრიხი, ფრიდრიხი და ლუდვიგი. ადამმა თავისი
კომპანია 1862 წელს ჩამოაყალიბა და თავიდან საკერავი მანქანების წარმოებით გაითქვა
სახელი. შემდეგ, „ოპელი“ მსოფლიოში ველოსიპედების უდიდეს მწარმოებლად ჩამოყალიბდა.
სამწუხაროდ, ადამი ვერ მოესწრო მისი კომპანიის მიერ ავტომობილების წარმოების
დაწყებას. სამაგიეროდ, ეს მისმა შვილებმა გააკეთეს. 1898 წელს, კარლმა, ვილჰელმმა
და ფრიდრიხმა, ავტომობილების წარმოება განიზრახეს და მომდევნო წელს, თავიანთი
პირველი ავტომობილი შექმნეს...
No comments:
Post a Comment