Drivers allowed to gamble at race start – Whiting
28 სექტემბერი
ჩარლი უაიტინგი ამბობს, რომ პილოტებს არავინ
დაუშლის სტარტის მწვანე ნიშნის ანთებამდე, დაჯარიმების რისკის ზღვარზე მოახდინონ
რეაგირება ისე, რომ პრაქტიკულად შუქის ანთებისთანავე დაძრან მანქანა. ეს
განმარტება მას მონცას რბოლის შემდეგ დასჭირდა, სადაც ლუის ჰამილტონმა პრაქტიკულად
ხუთი სასტარტო შუქის ანთებისთანავე, სტარტის მიცემიდან 0.05 წამში დაძრა თავისი
ბოლიდი.
გერმანული „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, რომ
წარმოუდგენელია, „მერსედესის“ პილოტს წესის დაურღვევლად, ასე სწრაფად მოესწრო
რეაგირება, რადგან ადამიანის მინიმალური რეაქცია გაცილებით ხანგრძლივია. ჟურნალს
მოჰყავს მძლეოსნობის მაგალითი, სადაც ჯამპ სტარტი ფიქსირდება, თუ სტარტის ნიშანზე
რეაქცია 100 მილიწამზე ნაკლებია.
მაგრამ უაიტინგი ამბობს, რომ ჰამილტონს მონცაზე
წესი არ დაურღვევია. „ჩვენთან ისე არაა, როგორც მძლეოსნობაში. ჩვენ ვითვალისწინებთ
იმას, რომ ყველა პილოტი, ვინც სტარტზე დგას, რისკის ზღვარზე იწყებს რბოლას. და თუ
რისკი გაუმართლებს და მანქანას მაშინვე დაძრავს, როგორც კი სტარტის ნიშანს
მივცემთ, მაშინ მას გაუმართლა“, - ამბობს უაიტინგი.
No comments:
Post a Comment