Rosberg's Singapore failure caused by unspecified
'foreign substance'
28 სექტემბერი
„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ სინგაპურის დიდი
პრიზის რბოლიდან ნიკო როსბერგის გამოთიშვა, საჭის რგოლის შიდა ნაწილში, სადაც
ელექტრონული სისტემებია მოთავსებული, უცხო
სხეულის მოხვედრამ გამოიწვია. ოღონდ, გერმანულ გუნდს არ დაუკონკრეტებია, რა
სხეულზეა ლაპარაკი.
როგორც ცნობილია, სინგაპურის რბოლის დასრულებლობის
გამო, როსბერგმა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია თავის თანაგუნდელ ლუის
ჰამილტონს დაუთმო, რომელმაც ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. როსბერგმა კი ჯერ გასახურებელ
წრეზე გასვლა ვერ შეძლო და ამის გამო, სტარტი პიტლეინიდან აიღო, შემდეგ კი მე-15 წრეზე
გაჩერდა.
როგორც „მერსედესი“ აცხადებს, გაუმართაობა მხოლოდ
მაშინ გამოვლინდა, რაც როსბერგმა გასახურებელ წრეზე გასასვლელად, მანქანის დაძვრა
სცადა. მანამდე მანქანას პრობლემის ნიშნებიც კი არ ჰქონია. ელექტრონულ სისტემაში
უცხო სხეულის მოხვედრამ მოკლე ჩართვა გამოიწვია, რის გამოც, როსბერგმა ვერ შეძლო ვერც
გადაბმულობის გათიშვა და ვერც ძრავის პარამეტრების შეცვლა. პიტლეინზე მანქანის
შეგორების შემდეგ, ინჟინრებმა მისი ჩართვა შეძლეს, თუმცა რბოლისას მანქანა სრული
დატვირთვით ვერ მუშაობდა და ბოლოს ისევ დაზიანდა.
„მერსედესი“
აცხადებს, რომ იაპონიის დიდი პრიზისთვის, საჭის სისტემას ორივე მანქანაზე მთლიანად
გამოცვლიან, რათა პრობლემის რეციდივი გამოირიცხოს. შეგახსენებთ, რომ სინგაპურის
რბოლის შემდეგ, ჰამილტონი როსბერგს სამ ქულას უგებს.
No comments:
Post a Comment