Tuesday, September 9, 2014

შუმახერი ჰოსპიტლიდან გამოწერეს

Michael Schumacher has left hospital and will continue his rehabilitation at home
9 სექტემბერი
მიხაელ შუმახერმა ლოზანის სარეაბილიტაციო ჰოსპიტალი დატოვა და შინ გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გააგრძელებს. ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონმა, გასული წლის ბოლოს, საფრანგეთის ალპებში, მთიდან თხილამურებით დაშვებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად, თავის ტვინის მძიმე ტრავმები მიიღო და ნახევარი წელი კომაში გაატარა.
ხელოვნური კომატოზური მდგომარეობიდან ის ივნისში გამოიყვანეს, რის შემდეგაც მალევე ლოზანის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი პილოტის პირადმა მენეჯერმა საბინე კემმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შუმახერის ლოზანის ჰოსპიტალში დაყოვნების საჭიროება აღარ არსებობს და რომ ის მკურნალობას შინ გააგრძელებს.
„ამიერიდან, მიხაელის რეაბილიტაცია მის სახლში გაგრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი პროგრესი აშკარაა, თუმცა წინ მაინც რთული გზა გვაქვს გასავლელი, რადგან რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია. მადლობელნი ვართ ლოზანის ჰოსპიტალის მთელი პერსონალის, მათ მიერ გაწეული კომპეტენტური და სრულყოფილი მუშაობისთვის. ჩვენ კვლავაც ვითხოვთ, რომ მიხაელის და მისი ოჯახის პირად ცხოვრებას ყველამ პატივი სცეს და მისი ჯანმრთელობის შესახებ არაოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ თავი შეიკავოს“, - ნათქვამია კემის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

No comments:

Post a Comment