დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 27, 2014

ეკობუსტით აღჭურვილ „მუსტანგს“ ხმის გამაძლიერებელი ექნება

Ford Mustang EcoBoost Has Fake Engine Noise Device Too
27 სექტემბერ
„ფორდ მუსტანგის“ მოყვარულებს, ამ ავტომობილში მისი მძლავრი ხმაც იზიდავს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ამ პოპულარული პონი ქარის პირველი ხუთი თაობის შემთხვევაში. მალე ბაზარზე მეექვსე თაობის, პირველი გლობალური „მუსტანგი“ გამოვა, რომელიც აღიჭურვება ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ეკობუსტით, რომელიც ჩვეულებრივ, ბოხი ხმით არ გამოირჩევა, მაგრამ...

ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგთან“ საუბრისას, „ფორდის“ ინჟინერმა შონ კარნიმ აღიარა, რომ ეკობუსტიანი „მუსტანგი“, სისტემა „ექტივ ნოის კონტროლითაა“ (ANC – ხმაურის აქტიური კონტროლი) აღჭურვილი და რომ ეს სისტემა მხოლოდ ეკობუსტიანი ძრავებით აღჭურვილი პონი ქარისთვის შეიქმნა. მას ყველა ასეთ ავტომობილზე დააყენებენ, თუმცა მფლობელს მისი გათიშვის საშუალება ექნება, რისთვისაც შესაბამისი დამცველის მოხსნა მოუწევს.

ახალი სისტემა, ძრავის გამოსაბოლქვი მილის ბოლოდან შედის მილში. ის პირველ რიგში, მყიდველისთვის სასურველი ხმის მისაღებად შეიმუშავეს, თუმცა შექმნის პროცესში, ხმის გაძლიერების გარდა, ამავე სისტემის დახმარებით, ძრავის სხვა უხეში და არასასურველი ხმებიც აღმოფხვრეს. აკუსტიკური სისტემა, ავტომობილის აუდიო სისტემასთანაა ინტეგრირებული. უფრო დიდი ძრავების შემთხვევაში, „მუსტანგზე ასეთ სისტემას არ დააყენებენ.

No comments:

Post a Comment