Tuesday, September 23, 2014

„როლს-როისის“ ყველაზე დიდი საბითუმო პარტია

Largest Fleet Of Rolls-Royce Phantoms Ever Ordered Headed To Louis XIII Hotel In Macau
23 სექტემბერი
„როლს-როისს“ ავტომობილების ყველაზე დიდი პარტია შეუკვეთა ჰონ კონგელმა ბიზნსმენმა სტივენ ჰუნმა, ვისაც სურს, რომ მის სასტუმრო „ლუი XIII-ს“, რომელიც ქალაქ მაკაოში შენდება, სტუმრებს ყველაზე მდიდრული ავტომობილები ემსახურებოდეს. მან ბრიტანულ კომპანიას 30 ცალი გრძელბაზიანი „ფანტომი“ შეუკვეთა, რომელთა შორისაც ყველაზე გამორჩეული ორი ეგზემპლარი უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც ამ ორ ეგზემპლარს სასტუმრო ჩაიბარებს, მათ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული „ფანტომების“ საპატიო წოდებითაც მონათლავენ.
ცნობილია, რომ შეკვეთილ 30 ცალ „ფანტომს“ ჰუნი 2016 წელს მიღებს. სავარაუდოდ, სასტუმროს გახსნამდე მოხდება. ჰუნი და „როლს-როისი“ არ ამბობენ, თუ რა თანხა დაჯდა მათი გარიგება. ზოგიერთი ვარაუდით, ჩინელ ბიზნესმენს ლიმუზინების კოჰორტაში 20 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადახდილი.
„ჩვენ, როლს-როისში გახარებულნი ვართ იმით, რომ მისტერ ჰუნმა ჩვენს კომპანიას „ფანტომების“ ყველაზე დიდი პარტია შეუკვეთა. სასტუმრო „ლუი XIII-ს“ პარკში შემავალი „ფანტომები“ მალე მაკაოს მშვენება გახდება. მისტერ ჰუნის შეკვეთა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „ფანტომი“ იმ ავტომობილების საუკეთესო წარმომადგენელია, რომლებისგანაც მფლობელები უმაღლეს კომფორტს და მდიდრულ სალონს მოითხოვენ“, - ამბობს „როლს-როისის“ მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი.
სასტუმრო „ლუი XIII-სთვის“ განკუთვნილი ყოველი „ფანტომი“ განსაკუთრებული მდიდრული ინტერიერით იქნება გამორჩეული. მათს კონსოლს დაამშვენებს კომპანია „გრაფ ლაქშერი ვოჩსის“ მიერ სპეციალურად დამზადებული საათები. სხვათა შორის, თავისი ავტომობილების ინტერიერის და ექსტერიერის გასაფორმებელ ცალკეულ დეტალებზე, რომელთა ნაწილიც მოოქროვილია, „როლსის“ დიზაინერებთან ერთად, თავად ჰუნიც მუშაობდა.

რაც შეეხება სასტუმრო „ლუი XIII-ს“, ის 22-სართულიანი იქნება და მისი ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტის დაქირავება სტუმრებს 130 000 დოლარი დაუჯდებათ. სხვათა შორის, სასტუმროს ავტოსადგომიც განსაკუთრებულია და მის დაპროექტებაშიც 55 წლის ჰუნი მონაწილეობდა.

No comments:

Post a Comment