Monday, September 15, 2014

„ფოლკსვაგენმა“ ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა

Rallying-Ogier extends championship lead with Australia triumph
15 სექტემბერი
მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ ავსტრალიის რალი მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტიტულის შენარჩუნებისკენ. მისმა გუნდმა „ფოლკსვაგენმა“ კი სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაინაღდა კონსტრუქტორთა თასი, რომელიც ზედიზედ მეორედ დაიკასუთრა. გერმანულმა გუნდმა ავსტრალიის რალის კვარცხლბეკი სრულად დაიპყრო (მესამე ადგილი ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა დაიკავა) და „სიტროენისთვის“ მიუწვდომელი გახდა.
 30 წლის ოჟიემ მხოლოდ 6.8 წამით აჯობა თავის თანაგუნდელს ფინეთიდან, იარი-მატი ლატვალას და ათი ეტაპის ჯამში, მას 50 ქულას უგებს. სეზონის დასრულებამდე კი სამ ეტაპზე (საფრანგეთი, ესპანეთი და ბრიტანეთი) მხოლოდ 75 ქულის და ბონუს ქულების აღებაღაა შესაძლებელი, რაც ოჟიეს შანსებს ერთი-ორად ზრდის.
ოჟიემ ამ სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვა, რაც მის კარიერაში 22-ე გამარჯვებაა.

„შესანიშნავია, გუნდმა გერმანიაში განცდილი მარცხისთვის საუკეთესო კომპენსაცია მიიღო. არადა, საშინაო რბოლასი ხელის მოცარვამ ძალიან გაგვანაწყენა. სამაგეროდ, დღეს პირველი სამი ადგილი ჩვენია“, - განაცხადა ოჟიემ, ვისაც ავსტრალიაში გამარჯვების შემდეგ, 214 ქულა დაუგროვდა.
ლატვალამ ასპარეზობის ბოლო, მესამე დღის სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო და სამი ბონუს ქულა დაიმსახურა, ოჟიემ კი მხოლოდ ორი მიიღო და რაც მთავარია, მეტოქეს დაწინაურების საშუალება არ მისცა. კვირის სპეცმონაკვეთების წინ, ფრანგი თავის მეტოქეს 11.8 წამს უგებდა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ახალი სამხრეთ უელსის მტვრიან და ძალიან რთულ გზებზე, ეს მცირე უპირატესობა ადვილად შეინარჩუნა.

მომდევნო ეტაპს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურის შემოგარენი 3-5 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ავსტრალიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           2:53:18.000
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         +00:06.800
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       01:18.000
4. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                            01:44.000
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                            01:53.600
6. ჰეიდონ პედონი (ახ. ზელანდია, ჰიუნდაი)              02:56.200
7. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                          04:28.200
8. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          05:10.000
9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ფორდი)                       06:39.800
10. კრის ეტკინსონი (ავსტრალია, ჰიუნდაი)                 09:29.400

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 214 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 164; 3. ანდრეას მიკელსენი - 125; 4. მიკო ჰირვონენი - 83; 5. ტიერი ნოივილი - 79; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) - 74; 7. კრის მიკი - 67; 8. ელფინ ევანსი - 61; 9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 37; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 26...


კონსტრუქტორთა თასი

1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 348 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 154; 3. M-სპორტ WRT - 146; 4. ჰიუნდაი შელ WRT - 141; 5. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II – 109; 6. ჯიპოკარ ნეიშნლ ტიმ - 40; 7. RK M-სპორტ WRT - 25; 8. ჰიუნდაი მოტორსპორტ N - 22

No comments:

Post a Comment