Lamborghini Veneno Roadster For Sale: Just $7.4
Million
16 სექტემბერი
4.5 მილიონი დოლარი ავტომობილში, თუნდაც ეს როდსტერი
„ლამბორგინი ვენენო“ იყოს, რომელიც მხოლოდ 9 ცალი უნდა დამზადებულიყო, მეტისმეტად
ძვირია, არა? მაგრამ როგორც ირკვევა, უფრო ძვირადაც შეიძლება მისი გაყიდვა,
გაყიდვის ცდა მაინც...
გერმანულ საიტ mobile.de-ზე გამოქვეყნდა განცხადება,
რომელიც გვატყობინებს, რომ ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ავტო კოლექციონერებისთვის
სანატრელი „ლამბორგინი ვენენო“, რომელსაც ძალიან მცირე მანძილი აქვს გავლილი, არც
მეტი, არც ნაკლები, 7.4 მილიონ დოლარად იყიდება. იგივე განცხადება გვამშვიდებს,
რომ ამ ფასში დღგ-ს 19 პროცენტიც გათვალისწინებულია.
დღგ-ს გარეშეც, ავტომობილი 6.2 მილიონი დოლარი ღირს,
ანუ სტანდარტულ მოდელზე 1.7 მილიონით მეტი. იქვე ხაზგასმულია, რომ ეს იმ ცხრა „ვენენოდან“
ერთ-ერთი ბოლო ეგზემპლარია. ოღონდ, ავტომობილის მიერ გავლილი მანძილი მითითებულ
არაა და განცხადებას არც იმ ეგზემპლარის ფოტოები ერთვის, რომელზეც ლაპარაკია.
ცნობისათვის,
„ლამბორგინი ვენენო“ აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 740 ცხენის
ძალას 687 ნიუტონმეტრს იძლევა. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის
ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 355 კმ/სთ-ია.
No comments:
Post a Comment