Monday, September 1, 2014

ალონსოს 25 ქულის პირობა

Ferrari exit could open for Alonso on Monday - report
1 სექტემბერი
დღეს შესაძლოა გადამწყვეტი მომენტი დადგა ფერნანდო ალონსოსა და „ფერარის“ ურთიერთობაში. მართალია, მარანელოელთა შეფი მარკო მატიაჩი ამბობს, რომ მის გუნდს მომავალი სეზონისთვის იგივე პილოტები - კიმი რაიკონენი და ალონსო ეყოლება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.

როგორც გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იუწყება, 1 სექტემბერს შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. კერძოდ: ჟურნალის კორესპონდენტი მიხაელ შმიდტი, გუნდის „შიდა წყაროებზე“ დაყრდნობით გვაუწყებს, რომ ალონსოს და „ფერარის“ კონტრაქტი ერთ პირობას შეიცავს, რაც ესპანელს სხვა გუნდში გადასვლის უფლებას უტოვებს. ამ პირობის მიხედვით, თუ ალონსო 1 სექტემბერს ჩემპიონატის ლიდერისგან 25 ქულით, ან მეტით იქნება ჩამორჩენილი, მას სხვა გუნდში წასვლის უფლება მიეცემა.
ბელგიური ეტაპის შემდეგ, ალონსოს ლიდერ ნიკო როსბერგთან 101 ქულას აგებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ალონსო კონტრაქტის პირობის შესრულებას მოითხოვს. მაგრამ ცნობილია, რომ მისი წაყვანა „მაკლარენს“ სურს, რომელიც ბრიტანულ გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს სეზონში 32 მილიონ დოლარს სთავაზობს.
თუმცა ალონსოსთვის ფულზე მეტად მნიშვნელოვანი, კონკურენტუნარიანი მანქანაა, რომელიც მესამე ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ამ მხრივ კი მას გარანტიას ჯერ ვერც „მაკლარენი“ მისცემს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ფ1-ში დაბრუნებული „ჰონდას“ ძრავმა, პირველივე სეზონში გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალება მისცეს.

თანაც, როგორც იაპონიაში გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, „ჰონდას“ ძრავის მახასიათებლები შორსაა „მერსედესის“ შესაძლებლობებისგან. თუმცა, ჯერ ამაზე ლაპარაკი მაინც ნაადრევია...

No comments:

Post a Comment