Sunday, September 28, 2014

„კოსუორტი“ ფ1-ში დაბრუნებას აპირებს

Cosworth eyes F1 return with affordable V6 – report
28 სექტემბერი
შესაძლოა ფორმულა ერთს მალე ძრავების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „კოსუორტი“ დაუბრუნდეს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ბერნი ეკლსტოუნის მხარდაჭერით სარგებლობს. მართალია, ძრავების ახალი რეგლამენტის და კლიენტების ნაკლებობის გამო, „კოსუორტმა“ ახლახანს დიდი პრიზების ცირკი დატოვა, მაგრამ კომპანიამ მალევე შეცვალა თავისი სტრატეგია.
ნორთჰემპტონის ბაზის მახლობლად, მალე ამუშავდება ახალი საწარმოო ცენტრი, სადაც „კოსუორტის“ განცხადებით, შემდეგი თაობის საავტომობილო შიდაწვის ძრავების წარმოება იგეგმება. ამაში კი მას ნაწილობრივ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტი დაეხმრება. და როგორც „სპიდ უიკი“ იუწყება, „კოსუორტის“ ეს გეგმები, ნაწილობრივ ფ1-ის პროგრამასაც მოიცავს.
მას შემდეგ, რაც ფორმულა ერთი ახალ, V6 ტურბო ძრავებზე გადავიდა, პატარა გუნდებისთვის ძრავების შეძენა მეტისმეტად გაძვირდა. მალე „მერსედესს“, „ფერარის“ და „რენოს“ ძრავების კიდევ ერთი მწარმოებელი, „ჰონდა“ დაემატება, თუმცა ეს ძრავებს ვერ გააიაფებს. „კოსუორტს“ კი ფასის დაგდება შეუძლია, მაგრამ რამდენად კონკურენტუნრიან აგრეგატს შესთავაზებს კლიენტებს, ამის თქმა ძნელია. იმავდროულად, ბრიტანულ კომპანიას შანსი აქვს, „ფერარის“ და „რენს“ პრობლემების ფონზე, უკეთესი აგრეგატი შეიმუშაოს. და მაშინ გუნდები მისკენც „გაიხედავენ“.
„ინგლისიდან შემატყობინეს, რომ „კოსუორტი“ ფ1-ის თანამედროვე ძრავზე მუშაობს. და ამ ყველაფრის უკან, ბერნი ეკლსტოუნი დგას. ბაზარი კარგად მიიღებს არც ისე ძვირადღირებულ ტურბო V6-ს“, - ამბობს „სპიდ უიკის“ კორესპონდენტი მათიას ბრუნერი...

No comments:

Post a Comment