Sunday, August 17, 2014

„მერსედესმა“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ S 500-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო

New Mercedes-Benz S 500 Plug-in Hybrid Finally Available for Order
17 აგვისტო
„მერსედესმა“ თავის ისტორიაში პირველი სერიული პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი ფრანკფურტის 2013 წლის მოტორ შოუზე გვიჩვენა. მალე კი ასეთ ავტომობილებს მის სადილერო შოურუმებშიც ვიხილავთ. ეს არის პლაგ-ინ ჰიბრიდული S 500, რომელიც ფრანკფურტში წარდგენილი კონცეპტუალური ვერსიისგან მცირედით განსხვავდება. ამ ავტომობილის საბაზო ფასი გერმანიაში 108 944.50 ევრო იქნება.


ბაზარზე პლაგ-ინ ჰიბრიდული S 500-ის მთავარი კონკურენტი, „პორშე პანამერა S E-ჰაიბრიდია“, რომელთან შედარებითაც, უკეთესი მახასიათებლები აქვს. სამქიმიანების ახალ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 2.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა კი 5.2 წამში შეუძლია. დაახლოებით იმავე სიმძლავრის „პანამერა S E-ჰაიბრიდი“ ას კილომეტრზე 3.1 ლიტრ საწვავს საჭიროებს, სტანდარტული აჩქარებისთვის კი 5.5 წამი სჭირდება.
„ახალი S 500 პლაგ-ინ ჰაიბრიდი ჩვენს მომხმარებელს სიახლეების მთელ პაკეტს სთავაზობს, რომელთა წყალობითაც, ახალი S-კლასი ძალიან წარმატებული ავტომობილია. საზრიანი მუშაობის წყალობით, ეს ავტომობილი შესანიშნავი მართვადობით და დინამიურობით გამოირჩევა, რასთანაც, საწვავის ძალიან ეფექტური მოხმარებაა შეხამებული. უფრო მეტიც, 33 კილომეტრის გავლა, აბსოლუტურად ნულოვანი გამონაბოლქვით შეუძლია“, - ამბობს „მერსედეს-ბენცის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ოლა კალენიუსი, ვინც გაყიდვებს კურირებს.
პლაგ-ინ ჰიბრიდული S 500 აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბო კომპრესორიანი V6 ძრავით, რომელიც 333 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში მუშაობს ელექტრო ძრავი, რომლის სიმძლავრეც 116 ცხენის ძალაა. ჯამში ჰიბრიდული სისტემა 449 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

No comments:

Post a Comment