Friday, August 22, 2014

„მაკლარენ P1 GTR“ - მხოლოდ რბოლებისთვის

McLaren Unleashes P1 GTR Concept at Pebble Beach
22 აგვისტო
„მაკლარენმა“ თავის ფლაგმან P1-ის სატრეკო ვერსია, რომლის შესახებაც, ორი თვის განმავლობაში, არაერთი ტიზერი გაავრცელა, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურესზე გაგვაცნო. ავტომობილი, სახელად P1 GTR, მხოლოდ რბოლებისთვისაა და მის მყიდველს ყოკინგელები, სრული სატრეკო მომსახურებითაც უზრუნველყოფენ. სატრეკო ავტომობილი, საბაზო ვერსიასთან შედარებით, გაძლიერდა კიდეც, აეროდინამიკურადაც და სხვა მხრივაც დაიხვეწა.
პირველ რიგში, 915-დან 1000 ცხენის ძალამდე გაძლიერდა მისი აგრეგატი. „მაკლარენს“ არ დაუზუსტებია, თუ რა ტიპის მოდიფიკაციებით მიაღწია ასეთ შედეგს 3.8-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი V8 ძრავისგან, რომელსაც თავის უკლებლივ ყველა მოდელზე იყენებს. თუმცა, უოკინგელების თქმით, ყველა ცვლილება, „მოტორსპორტულად ოპტიმიზებულია“.
ოპტიმიზაცია ასევე ჩაუტარდა ავტომობილის საკიდარს. პირველ რიგში, საკიდარს იმგვარი მოდიფიკაცია ჩაუტარდა, რომ კლიტრენსი მუდმივი იყოს. ასევე გაუმჯობესდა წინა ბორბლების კვალიც. ამ ცვლილებებით მისი მართვადობა გაუმჯობესდა. P1 GTR-ი ფ1-ში დამკვიდრებული სისტემა DRS-ითაც აღიჭურვა, რომელიც ანტი ფრთის ფართობის შემცირებით, ჰაერისადმი წინააღმდეგობას ამცირებს და ამით სიჩქარეს ზრდის.
შეიცვალა სტანდარტული P1-ის აეროდინამიკაც. კერძოდ, უკანა ანტი ფრთა ფიქსირებული გახდა, რამაც წონც შეამცირა, რადგან აღარაა საჭირო ფრთის ავტომატურ რეჟიმში ასაწევ-დასაწევი მექანიზმი. გაიზარდა სპლიტერის ზომა, უკანა ხედვის სარკეებმა კი A-საყრდენზე გადაინაცვლა. ინკონელისგან დამზადებულმა გამოსაბოლქვმა მილებმა ცენტრში, ფსევდო ბამპერის ზემოთ მოიყარა თავი.
ავტომობილი ტიტანისა და ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ 19-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომელთა სიგანეც წინ 10.5 დუიმია, უკან კი - 13 დუიმი. ისინი „მაკლარენისა“ და „პირელის“ სპეცალისტების მიერ ერთობლივად შემუშავებული სლიკ და საწვიმარი საბურავებით შეიმოსება. ბორბლებს ცენტრალური სამაგრი აქვს, რითაც მათი მოხსნა-დაყენება გამარტივებულია. დაკიდევ, ავტომობილი პნევმო ამწევებით აღიჭურვა, რაც პიტ სტოპისას მის მომსახურებას გააადვილებს.
პებლ ბიჩში ნაჩვენები ავტომობილი წინასერიული კონცეპტია. სერიული P1 GTR-ის პრემიერა მომავალ წელს გაიმართება და ის 1.98 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირება. მისი გამოსვლა, ლეგენდარული „მაკლარენ F1-ის“ სარბოლო ვერსიის, F1 GTR-ის ლე მანზე გამარჯვების 20 წლის იუბილეს დაემთხვევა. მისი ყიდვის საშუალება „მაკლარენის“ მხოლოდ იმ კლიენტებს მიეცემათ, ვისაც P1 აქვს შეძენილი.

No comments:

Post a Comment