Tuesday, August 12, 2014

„მაკლარენ MP4-29“ „ჰონდასთვის“ სატესტო ლაბორატორიაა

2014 McLaren 'a laboratory' for Honda car – Boullier
12 აგვისტო
„მაკლარენის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ მისი გუნდის ბოლიდი MP4-29, „ჰონდასთვის“ ერთგვარი მგორავი ლაბორატორიაა, რომელსაც იაპონური კომპანია მომავალ სეზონში ფ1-ში წარმატებით დასაბრუნებლად გამოიყენებს. როგორც ცნობილია, მომავალი სეზონიდან „მაკლარენის“ ბოლიდები „მერსედესის“ ნაცვლად, „ჰონდას“ ძრავებით აღიჭურვება. ამასთან, იაპონური კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ უოკინგელებთან იმუშავებს.
„მაკლარენი“ ზედიზედ მეორე წარუმატებელ სეზონს ატარებს. ნაწილობრივ ეს იმის გამოც შეიძლება არის, რომ გერმანულმა კომპანიამ მასთან საინჟინრო ინფორმაციის და ტექნოლოგიების გაცვლა შეზღუდა. ეს ბუნებრივია - სამქიმიანებს არ სურთ, რომ მათი სიახლეები მომავალმა კონკურენტმა გამოიყენოს.
ამის შედეგი ისაა, რომ „მაკლარენს“ „მერსედესის“ გუნდის გარდა, გერმანული კომპანიის კლიენტი საჯინიბოები - „უილიამსი“ და „ფორს ინდიაც“ უგებენ. თუმცა, ყოველივეს მიუხედავად, „მაკლარენის“ შეფი ამბობს, რომ მისი გუნდი კვლავაც აგრძელებს MP4-29-ს სრულყოფაზე მუშაობას. და ამ შემთხვევაშიც მიზანი „ჰონდას“ ინტერესის დაკმაყოფილებაა.
„ამ სეზონის მანქანას ჩვენთვის მგორავი ლაბორატორიის დანიშნულება აქვს. რასაც ამჟამად ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წესების შესაბამისად, აგრეგატის და ტრანსმისიის სამაგრი წერტილები მომავალ სეზონშიც იგივე დარჩება. და ასე იმ შემთხვევაშიც იქნება, თუ სხვა ძრავზე გადახვალთ. ასე რომ, ამ მანქანაზე შესრულებული სამუშაოების დიდი ნაწილი მომავალ სეზონშიც გამოგვადგება“, - „სპიდ უიკთან“ საუბრისას განაცხადა ბუიემ.

No comments:

Post a Comment