Thursday, August 28, 2014

„ფორდის“ ფლეტ როკის ქარხანამ ახალი „მუსტანგის“ წარმოება დაიწყო

 2015 Ford Mustang Production Starts at the Flat Rock Assembly Plant
28 აგვისტო
„ფორდმა“ თავის ფლეტ როკის (შტატი მიჩიგანი) ქარხანაში, მეექვსე თაობის „მუსტანგის“ წარმოება დაიწყო. ავტომობილი შოურუმებში წლის ბოლოს გამოჩნდება. თუმცა იმის გამო, რომ ამჯერად ეს პონი ქარი გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ცისფერი ოვალი საჭირო მარაგის შექმნას ეშურება, რათა მიწოდებაში წყვეტა არ შეიქმნას.
ყველა „მუსტანგი“, მათ შორის მარჯვენა საჭიანები, რომლებიც 25 ქვეყანაში გაიყიდება, სწორედ ფლეტ როკის ქარხანაში დამზადდება, რომელიც იმავდროულად, საშუალო ზომის სედან „ფიუჟნსაც“ აწარმოებს. 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ცისფერმა ოვალმა ამ პოპულარული ავტომობილის წარმოება დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ის ექსპორტზე არ გადიოდა, მაინც 9.2 მილიონი გაიყიდა. და პირველად მოხდება ისიც, რომ „სტანგი“ მარჯვენა საჭით დამზადდება.
„მუსტანგი არის და იქნება საავტომობილო ინდუსტრიის იკონა. მისი ხელმისაწვდომობის გლობალური მასშტაბით გავრცელება, ჩვენს მომხმარებელს მთელს მსოფლიოში, იმის საშუალებას მისცემს, რომ პირველი ხელიდან დაეუფლოს მუსტანგს“, - ამბობს „ფორდ ამერიკას“ პრეზიდენტი ჯოი ჰინრიხსი. მარკეტინგულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეისბუკზე „მუსტანგი“ ყველაზე პოპულარული ავტომობილია და მას ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ადამიანები იწონებენ.
სანამ ბაზარზე ვერსია „შელბი GT350“ გამოვა (მომავალ წელს), მყიდველს „მუსტანგის“ სამ ვარიანტს შესთავაზებენ. ესენია ფასტბეკი, კუპე და კაბრიოლეტი. მათგან ყველაზე იაფი 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით (300 ცხენის ძალა) აღჭურვილი ფასტბეკი იქნება მის მყიდველს 23 600 დოლარის გადახდა მოუწევს. 25 170 დოლარი ეღირება სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით (310 ცხენის ძალა) აღჭურვილი ვერსია. ფასტბეკის ვერსია GT კი, რომელიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი (435 ცხენის ძალა) 32 100 დოლარი ეღირება.

No comments:

Post a Comment