Wednesday, August 27, 2014

ახალი „სუზუკი ვიტარა“ პარიზული დებიუტის წინ

Suzuki Shows All-New Vitara Crossover SUV ahead of Paris Debut
27 აგვისტო
„სუზუკიმ“ თავისი უახლესი ქროსოვერის, „ვიტარას“ პირველი ფოტო გამოაქვეყნა, ავტომობილისა, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. ეს არის კონცეპტ iV-4-ის სერიული ვარიანტი, რომელსაც იაპონური კომპანია უგზოობის პატარა ავტომობილად მოიხსენიებს. არადა, სიგრძე კომპაქტური ავტომობილისა აქვს - 4 200 მილიმეტრი. რაც მთავარია, „სუზუკის“ გამაში ის „ჯიმნისა“ და „გრანდ ვიტარას“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს და ბაზარზე ისეთ პოპულარულ ავტომობილს გაუწევს კონკურენციას, როგორიც „ნისან ჯუკია“.
მართალია, ახალი „ვიტარა“ კონცეპტ iV-4-ის სერიული ვერსიაა, მაგრამ ისეთი ელემენტების დაკლებამ, როგორებიც დიდი ბორბლები, ფუტურისტული ფარები და ძარის ცალკეული ელემენტებია, ავტომობილს მომხიბლაობა დააკლო. თუმცა ყოველთვის ასეა ხოლმე - კონცეპტუალური ავტომობილები, ესთეტიკურობის მხრივ, ყოველთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე მათგან „გაშალაშინებული“ სერიული ვერსიები.
მეორე მხრივ, სერიული „ვიტარა“ კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებს იმეორებს. მისი სიგრძე 4 215 მილიმეტრია, სიგანე 1 850 მილიმეტრი, სიმაღლე 1 655 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი 2 500 მილიმეტრია. უნდა ითქვას, რომ სიგრძით ის ახლოსაა უფრო დიდ „ნისან ქაშკაისთან“, რომლის სიგრძეც 4 400 მილიმეტრია.
„სუზუკი“თავის ახალ ავტომობილზე დაწვრილებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ აქვეყნებს. თუმცა, ადრე შეგვპირდა, რომ „ვიტარას“ ბენზინის და დიზელის ძრავებით აღჭურვავს, რომლებიც საწვავის ეკონომიური მოხმარებით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით იქნება გამორჩეული. მყიდველს ოპციის სახით, სრულ ამძრავიან საზრიან სისტემა „ოლგრიპს“შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment