Saturday, August 30, 2014

„იაგუარ ლენდ როვერის“ „სასიამოვნო პრობლემა“

Jaguar Land Rover says key models in short supply, some have six-month wait lists
30 აგვისტო
„იაგუარის“ და „ლენდ როვერის“ თანამედროვე სამოდელო გამები, საუკეთესოა მათს ისტორიაში. შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს და თქვას, რომ კლასიკური ავტომობილები გაცილებით უფრო შარმიანი იყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორივე კომპანია, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებულნი, გაყიდვების რეკორდებს ხსნის. უფრო მეტიც, მათს ავტომობილებზე რიგები დგას!
ინდური „ტატას“ ხელში მყოფ „იაგუარ ლენდ როვერს“ შარშან რეკორდული გაყიდვები ჰქონდა. წელს კი რეალიზაციის მაჩვენებელი 14 პროცენტით არის გაზრდილი. და ეს ყველაფერი არაა. ზრდის მაჩვენებელი უფრო დიდიც იქნებოდა, ბრიტანულ კომპანიას წარმოების მეტი სიმძლავრე რომ ჰქონდეს.
„იაგუარ ლენდ როვერის“ ინფორმაციით, „რეინჯ როვერ სპორტსა“ (ფოტოზე) და „რეინჯ როვერზე“ ექვსთვიანი რიგები დგას. როგორც კომპანიის ძარების ინჟინერიის უფროსი ტექნოლოგი მარკ უაითი ამბობს, წარმოების მოცულობის შეზღუდვის მთავარი მიზეზი, სოლიჰალის ქარხნის სამღებრო ხაზის შეზღუდული შესაძლებლობების შედეგია.ი
სანამ ძარების წარმოებას გავზრდით, მანამ აუცილებლად უნდა გავზარდოთ სამღებრო ხაზის პოტენციალი. ძარების მეორე ხაზის გახსნამ იმის საშუალება მოგვცა, რომ ქარხანას სხვადასხვა მოდელის გამოშვების საშუალება ჰქონოდა. თუმცა, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ წარმოების პროცესში რაღაც შეგზღუდავს. ამჯერად ასეთი რამ სამღებრო ხაზია“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა უაითმა.
მისივე თქმით, პრობლემა სერიოზულია და ადვილად ვერ გადაწყდება. და ეს პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი გახდება მას შემდეგ, რაც ბრიტანული კომპანია „იაგუარ XE-ს“ და „ლენდ როვერ დსქავერი სპორტის“ წარმოებას დაიწყებს. უაითი ამბობს, რომ ყოველივეს მიუხედავად, ეს „სასიამოვნო“ პრობლემაა...

No comments:

Post a Comment