Tuesday, August 12, 2014

ალონსომ მასზე გავრცელებული ჭორები უარყო

Alonso denies rumours over F1 future
12 აგვისტო
ფერნანდო ალონსომ საზაფხულო არდადგების დროს, მასზე გავრცელებული ჭორები უარყო. ერთი მათგანი გვამცნობდა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „მაკლარენში“ დაბრუნებას აპირებს, სადაც მის გადაყვანას უოკინგელთა ახალი პარტნიორი „ჰონდა“ მოითხოვს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია მომავალი სეზონიდან დიდი პრიზების ცირკს დაუბრუნდება და მისი ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ დაბრუნებისთანავე გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.
მეორე ჭორი გვატყობინებს, რომ ალონსო „ფერარისგან“ კონტრაქტის გაგრძელების პირობად ხელფასის გაზრდას მოითხოვს. კერძოდ, ვითომ მან სეზონზე 50 მილიონი დოლარი მოითხოვა. ალონსომ ორივე ინფორმაცია საკუთარ ტვიტერზე უარყო, სადაც მას ორ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
სხვა ჭორის მიხედვით, „ჰონდა“ „მაკლარენისგან“ იაპონელი მრბოლის აყვანას მოითხოვს. პილოტიც შერჩეულია. ესაა 26 წლის ნაოკი იამამოტო. ეს მრბოლი ამჟამად იაპონიის ყველაზე პრესტიჟულ სერია სუპერ ფორმულაში, „მუგენის“ (ჰონდას სპორტული დივიზიონი) გუნდის პირველი პილოტის სტატუსით სარგებლობს. იაპონურ ტელევიზიასთან საუბრისას, მან განაცხადა, შეუძლებელი არაფერიაო...

No comments:

Post a Comment