Thursday, August 14, 2014

„მაკლარენი“ პებლ ბიჩში სატრეკო „650S სპრინტით“ წარსდგება

McLaren to Debut Track-Exclusive 650S Sprint at Pebble Beach alongside P1 GTR
14 აგვისტო
„მაკლარენი“ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე თავის კუპე 650S-ის სატრეკო ვერსია „650S სპრინტს“ წარადგენს, რომელიც ახალი აქტიური აეროდინამიკური ელემენტების გარდა, სისტემა „ბრეიკ სტიერით“ აღიჭურვა, რომელიც მოსახვევში უკანა ბორბლებით დამუხრუჭებით, მოსახვევის უკეთ გავლის საშუალებას იძლევა. აღჭურვილობაში ასევე შევიდა „პროაქტივ შასი კონტროლი“, რომელიც დაკიდების აქტიური სისტემის ნაწილია.
„მაკლარენი“ ამბობს, რომ მანქანის მოდიფიცირების შედეგად, მისი თვისებები უფრო მეტად დაუახლოვდა სარბოლო GT კლასის ავტომობილისას და იმავდროულად, საგზაო ავტომობილისთვის დამახასიათებელი დახვეწილობა და ბალანსიც შეინარჩუნა. ასეა თუ ისე, სატრეკო ავტომობილმა, სარბოლო 650S GT3-სგან ბევრი რამ მიიღო. მაგალითად, რადიატორის სავენტილაციო ჭრილები ფსევდო-კაპოტზე, წინა ბორბლების ფრთებზე არსებული ჭრილ-ჟალუზები, რომლებიც ავტომობილის ტანის გარშემო ჰაერის მოძრაობისა ოპტიმიზაციასაც ახდენს და უფრო ეფექტურ გაგრილებასაც უზრუნველყოფს. ავტომობილი 19-დუიმიან სარბოლო ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც ცენტრალური საკეტითაა აღჭურვილი და „პირელის“ საბურავებითაა შემოსილი. ბორბლებში კი მძლავრი მუხრუჭები განლაგდა.
რაც შეეხება ძრავს, ეს ისევ ის 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 (საქარხნო ინდექსი M838T) აგრეგატია, რომელიც უოკინგელთა ყველა დანარჩენ ავტომობილსაც ამოძრავებს. მისი მახასიათებლები არ შეცვლილა - ისევ 650 ცხენის ძალას და 678 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. როგორც ჟურნალი „ავტოქარი“ წერს, „მაკლარენის“ ინჟინრებმა ძრავს და მასთან ერთად 7-საფეხურიან გადაცემათა კოლოფსაც პროგრამული უზრუნველყოფა შეუცვალეს. ამ ყველაფრის წყალობით, ავტომობილი ტრეკზე რბოლებისთვისაა უკეთაა მისადაგებული.
სალონი მინიმალისტური პრინციპით გააწყვეს. მთავარი მიზანი, „ზედმეტი“ ელემენტებისგან გათავისუფლება და წონის შემცირება იყო. თუმცა, კონდიციონერს „შემცირება“ არ შეეხო. შეიცვალა სავარძლები - ახლები სარბოლოა და პილოტის კისრის დამცავი სისტემა HANS-ით და ექვსწერტილოვანი ღვედებით არის აღჭურვილი. სალონში ასევე ხანძარსაქრობი დააყენეს.
რაც შეეხება ფასს, „650S სპრინტის“ მყიდველს ჯიბეში „ზედმეტი“ 198 000 გირვანქა სტერლინგი უნდა ჰქონდეს.

No comments:

Post a Comment