Friday, August 15, 2014

„ფორდის“ ევროპული გაყიდვების მეხუთედი 1.0 ლ ეკობუსტიან ავტომობილებზეა

Ford 1L EcoBoost Seeing 20 Percent Take Rate in Europe
15 აგვისტო
მართალია, „ფორდის“ მიერ, სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავების წარმოების დასაწყისში, ამ კომპაქტურ აგრეგატებს ბევრი ალმაცერად უყურებდა, მაგრამ შესანიშნავმა მახასიათებლებმა მათ ძალიან სწრაფად მოუპოვა პოპულარობა. და ამის წყალობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ამერიკული კომპანიის მიერ ევროპაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 20 პროცენტი (თითქმის 120 000 ავტომობილი), სწორედ ამ ძრავებითაა აღჭურვილი.
ამგვარად, ეს ძრავი „ფორდის“ გამაში ყველაზე პოპულარულია ევროპის ბაზარზე. ასე განსაჯეთ, ეს პატარა აგრეგატი, საშუალო ზომის უახლესი „მონდეოს“ კაპოტქვეშაც კი მოთავსდება. ცნბისათვის, ევროპელებს 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით აღჭურვილი 10 მოდელს სთავაზობენ. ესენია: „ფოკუსი“, „ფიესტა“, „B-მაქსი“, „ეკოსპორტი, „C-მაქსი“, „გრანდ C-მაქსი“, „ტურნეო კონექტი“, „გრანდ ტურნეო კონექტი“, „ტრანზიტ კონექტი“ და „ტრანზიტ კურიერი“. მალე კი ამ სიას ახალი „მონდეო“ დაემატება.
სამცილინდრიანი ეკობუსტით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები 15 პროცენტით არის გაზრდილი. ყველაზე მეტად პოპულარული ის „B-მაქსის“ მყიდველთა შორისაა, რომელთა დაახლოებით ნახევარმა სწორედ ამ ძრავით აღჭურვილ კომპაქტვენზე შეაჩერა არჩევანი. ამ ძრავის წილი „ფოკუსის“ შემთხვევაში მესამედს აღწევს, „ფიესტას“ შემთხვევაში კი - 30 პროცენტს. მარტო ბრიტანულ ბაზარზე, „ფორდმა“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით აღჭურვილი 48 693 ავტომობილი გაჰყიდა, რაც ალბიონზე სულ გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მეოთხედს აღწევს.
ამ ძრავებს (რამდენიმე მოდიფიკაციის სახით გამოდის) ცისფერი ოვალი 2012 წლიდან აწარმოებს. მას ჯერჯერობით მხოლოდ ევროპაში უშვებენ. ამ მოკლე დროში, 1.0-ლიტრიანმა ეკობუსტმა უკვე 13 საერთაშორისო ჯილდო მიიღო, ამასთან ზედიზედ სამჯერ გახდა საერთაშორისო კონკურს „წლის ძრავის“ გამარჯვებული.

No comments:

Post a Comment