UPDATE 1-Motor racing-Hamilton on top in German
GP practice
18 ივლისი
წინ ისევ ორი „მერსედესია“, ოღონდ ამჯერად საუკეთესო
დრო ლუის ჰამილტონს აქვს, რომელმაც ნიკო როსბერგს სულ რაღაც, 0.024 წამით აჯობა. ამჯერად
მდვრებს შორის პირველი დანიელ რიკარდოა, სულ კი ლიდერიდან ერთწამიან დისტანციაზე
რვა პილოტია. ერთი მხრივ, ეს იმედს იძლევა, რომ საკიდარ FRIC-ის გარეშე, მანქანების
შესაძლებლობები შედარებით გათანაბრდა, თუმცა ეს ხომ ჯერ პრაქტიკებია და რეალობა
კვალიფიკაციაში გამოიკვეთება.
აღსანიშნავია, რომ „მერსედესის“ საქარხნო გუნდს გერმანიის
დიდი პრიზი ბოლოს 60 წლის წინათ აქვს მოგებული (ნურბურგრინგზე) და მაშინ
გამარჯვებულ ავტომობილს ლეგენდარული არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო მართავდა. ცნობისათვის,
სამქიმიანებმა ფორმულა ერთი ლე მანის 1955 წლის ტრაგედიის შემდეგ დატოვეს, სადაც
მათი ერთ-ერთი ეკიპაჟის ავარიამ 84 მაყურებელი შეიწირა.
პრაქტიკის დროს, „მერსედსს“ მცირე პრობლემა შეექმნა
- ჰამილტონს სარბოლო სიმულაციის ჩასატარებლად საბურავების არასწორი კომპლექტი
შეურჩიეს და სანამ ამ შეცდომას ასწორებდნენ, როსბერგს პიტლეინზე ლოდინმა მოუწია,
რა დროსაც მის მანქანაზე მუხრუჭები გადახურდა.
ფერნანდო ალონსო, ვისაც ჰოკენჰაიმზე ბოლო ორი რბოლა
აქვს მოგებული, ამჯერად მეცხრე დროს დასჯერდა. სამაგიეროდ, მეოთხე დროით გამოიჩინა
თავი კიმი რაიკონენმა. წუთსა და 19 წამზე ნაკლებში წრის გავლა კიდევ ერთმა მრბოლმა
- კევინ მაგნუსენმა შეძლო.
მეორე
პრაქტიკაზე ტრასაზე აღარ გამოსულა სუზი ვოლფი - ვალტერი ბოტასმა ის საკუთარ
ბოლიდში შეცვალა. ფინელი მეათე დროს დასჯერდა, მისმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამ კი
მეექვსე შედეგი აჩვენა. მართალია, ვოლფის საპრიზო პილოტად დაწინაურების ალბათობა
მინიმალურია, მაგრამ ის იმითაც კმაყოფილია, რომ თავისუფალ პრაქტიკაზე გამოსვლის
შანსი მიეცა და უნდა ითქვას, რომ პირველ სესიაზე ნაჩვენები მე-15 დრო ძალიან კარგი
შედეგია.
გერმანიიიის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:18.341
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:18.365
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:18.443
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:18.887
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:18.960
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:19.024
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19.221
8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:19.248
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:19.329
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:19.385
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:19.417
12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:19.452
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:19.581
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:19.593
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:19.760
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:20.158
17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:20.358
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:20.504
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:21.328
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:21.870
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:21.898
22.
კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:23.728
No comments:
Post a Comment