Saturday, July 19, 2014

„დისქავერი სპორტი“ თავიდან „ფრილენდერის“ დიზელით გამოვა

Land Rover Discovery Sport to launch with Freelander diesel
19 ივლისი
„ლენდ როვერის“ უახლესი ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“ ბაზარზე 2015 წელს გამოვა და თავიდან მისი ძრავების გამაში მხოლოდ ერთი აგრეგატი შევა. ეს იქნება „ფრილენდერის“ 2.2-ლიტრიანი დიზელის ძრავი. თუმცა შემდგომში გამას სერია „ინჯენიუმის“ ძალიან ეფექტური ძრავები შეავსებს, რომელთა შემუშავებაც „იაგუარ ლენდ როვერს“ პრაქტიკულად დასრულებული აქვს.
„ინჯენიუმის“ 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავის წარმოება „იაგუარ ლენდ როვერის“ ვულვერჰემპტონის ქარხანაში მალე დაიწყება, მაგრამ ბრიტანული კომპანიის გადაწყვეტილებით, მას ჯერ უახლეს „იაგუარ XE-ზე“ დააყენებენ, რადგან აღნიშნული ქარხნის დაგეგმილი სიმძლავრით ამუშავებამდე, იქ გამოშვებული ძრავები ორი ავტომობილისთვის საკმარისი არ იქნება. თუმცა, მომავალი წლის მიწურულს, „ინჯენიუმის“ 2.0-ლიტრიანი დიზელი „დისქავერი სპორტზეც“ გამოჩნდება.
„ინჯენიუმის“ სერიის ძრავებს „იაგუარ ლენდ როვერი“ საკუთარი ძრავებით ქმნის. ეს ოტხცილინდრიანი აგრეგატები თავის კლასში ახალ სტანდარტს დააწესებენ. ისინი სიმსუბუქით, კომპაქტურობით, დახვეწილობით, კარგი მახასიათებლებით და საწვავის ეფექტური მოხმარებით იქნება გამორჩეული. ამ ძრავების დახმარებით, „იაგუარ XE“ კონკურენციას ისეთ პოპულარულ ლუქს სედანებს გაუწევს, როგორებიცაა „ბეემვეს“ მე-3 სერია და „მერსედს-ბენცის“ C-კლასი.
განსაკუთრებულ აღნიშვნას მოითხოს ის ფაქტი, რომ „ინჯენიუმის“ სერიის ძრავებში ხახუნი ახლანდელ აგრეგატებთან შედარებით, 17 პროცენტით შემცირდება. ამასთან, ამ სერიის 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი, „ფრილენდერის“ 2.2-ლიტრიან დიზელზე 80 კილოგრამით მსუბუქი იქნება. ორივე ამ თვისების წყალობით, გაზრდილია ძრავის სიმძლავრე და მომენტი, შემცირებულია საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირება.
უნდა ითქვას, რომ სხვათა შორის „ინჯენიუმის“ ყველა ძრავში, ყოველი ცილინდრის მუშა მოცულობა 0.5 ლიტრია. უნიფიცირების წყალობით, „იაგუარ ლენდ როვერს“ თავისუფლად შეუძლია სამცილინდრიანი ძრავების წარმოებაც, რაც აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. მათ საყურადღებოდ, ვისთვისაც სამი ცილინდრი ძალიან ცოტაა, უნდა ითქვას, რომ თავისი მახასიათებლებით, ასეთი ძრავები ახლოს იქნება ახლანდელ V6 ძრავებთან.

No comments:

Post a Comment